კეფირის ნიღბები: რა დავუმატოთ, რომ თხელი თმა საუცხოო ფაფარად გადაიქცეს

710

კეფირი თმას ატენიანებს და აძლიერებს, თავის კანზე დადებითად მოქმედებს, ქერტლს და სიმშრალეს აქრობს. კეფირის ნიღბები სქელი თმის მიღებაში დაგეხმარებათ. Vivien გთავაზობთ იაფ და ეფექტურ საშუალებებს კეფირით, რომელიც ისეთივე კარგ შედეგს მოგცემთ, როგორც ძვირიანი, ბრენდული თმის ნიღბები. რეგულარულად გამოიყენეთ, რომ ლამაზი და ჯანსაღი თმა გქონდეთ.

4 გამოცდილი რეცეპტი სქელი თმის მისაღებად

  1. დატენიანება. კეფირის ნიღაბი მშრალ თმას კვებავს და ატენიანებს. 3 ს/კ თბილი კეფირი და 1 ს/კ ათქვეფილი კვერცხის გული აურიეთ. თმაზე წაისვით. თმის ძირებიდან ბოლომდე გაინაწილეთ. პირსახოცით შეიფუთეთ. 1 საათში წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.
  2. გაძლიერება. ნიღაბი სუსტ თმას აძლიერებს. 5 ს/კ კეფირი წყლის ორთქლზე შეათბეთ. 1 ათქვეფილი კვერცხის გული და 2 ს/კ დაფქული დარიჩინი დაუმატეთ. ჯერ თავის კანზე წაისვით, შემდეგ მთელ სიგრძეზე გაინაწილეთ. 40 წუთში ჩვეული მეთოდით ჩამოიბანეთ.
  3. ქერტლის მოშორება. ქერტლის საწინააღმდეგო ნიღბის მოსამზადებლად 100 გ შავი პურის რბილობს 1 ჭიქა კეფირი დაასხით. 10 წუთის შემდეგ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. აურიეთ და თმის ძირებში წაისვით. პარკით შეიფუთეთ. 20 წუთში ჩვეული მეთოდით ჩამოიბანეთ.
  4. ზრდის სტიმულირება. კეფირის ნიღაბი თმის ზრდას აჩქარებს. 3 ს/კ ოთახის ტემპერატურის კეფირი და 1 ს/კ ბირკავას ზეთის ნარევი თმაზე წაისვით. პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ. 30 წუთში თბილი წყლით და შამპუნით ჩამოიბანეთ.

კეფირის ნიღბებს ცოტა უსიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ მისი მოშორება მარტივია. პროცედურის ბოლოს ლიმონის წვენის და წყლის ნარევი გადაივლეთ. ამისთვის 1 ლ წყალს 1 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. ციტრუსი კეფირის სუნს გააქრობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს