გამაღიავებელი ფხვნილი უარესია, რაც თმას შეიძლება გადახდეს. პუდრა მჟანგავთან ერთად ფერადი პიგმენტის გრანულებს ხსნის, მაგრამ მასთან ერთად თმას ასუსტებს. Vivien გიამბობთ, რომელ ფერში არ ღირს თმის შეღებვა, თუ არ გსურთ, რომ შეღებვიდან 1 წელში თმა დაგცვივდეთ.ქალები თმას ყველა დროში იღებავდნენ. დღეს მოდური ინდუსტრიის ისეთივე პოულარული ნაწილია, როგორც წლების წინ, როცა მხოლოდ ნატურალურ საღებავებს იყენებდნენ. სილამაზის სალონების ქიმიური შესაძლებლობები წარმოუდგენლად გაიზარდა. ზუსტი პროპორციები საოცარ ფერს გვაძლევს. თმა ცისარტყელას ნებისმიერ ფერში შეგიძლიათ შეიღებოთ.
ქერა თმა ყოველთვის მომწონდა, მაგრამ მხოლოდ ახლახანს გავიგე, რომ ამისთვის ფხვნილით თმის გაღიავება აუცილებელი არაა. წარმოუდგენელია, ასეა? სალონში ბოლო ვიზიტის დროს მიამბეს ექსტრა ქერის შესახებ, რომელშიც მაღალი პროცენტის მჟანგავია შერეული. ხორბლისფერი, ძალიან ლამაზი ფერი მიიღება. თავიდან ჩემი ფერი მუქი ქერა იყო. არ ვიცოდი, რომ ასეთი ნატურალური ღია ფერის მიღება მხოლოდ საღებავით, გაღიავების გარეშე შეიძლებოდა.გაღიავება თმაზე ცუდ გავლენას არა მხოლოდ თავიდან ახდენს. როგორც წესი, 1–2 თვეში თმის ძირები იზრდება და კვლავ გაღიავებაა საჭირო. ოსტატი ცდილობს, რომ თავისი საქმე მაქსიმალურად ზუსტად გააკეთოს და ადრე გაღიავებული ზონები თავიდან არ გადაღებოს. ამის გაკეთება რთულია. წარმოიდგინეთ, რა დაემართება გაღიავებულ თმას პროცედურის განმეორების შემდეგ? ეს იქნება მცირე მონაკვეთი გაზრდილი თმის ძირების შემდეგ. მენდეთ, სწორედ იქ თმა ცვენას დაიწყებს.
სამწუხაროდ, თმა ნებისმიერ ფერში შეღებვამდე უნდა გაღიავდეს. განსაკუთრებით, თუ ზუსტად ისეთი ფერის მიღება გსურთ, როგორიც სურათზეა, რომელიც ინტერნეტში იპოვეთ. ამ შემთხვევაშიც 100%–იან გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ, მაგალითად, ცისფერ ფერს მიიღებთ.არსებობს ისეთი გაგება, როგორიცაა გაღიავების ფონი. ის ფხვნილში მჟანგავის შერევის შემდეგ მიიღება. ყველასთვის ეს ფონი განსხვავებულია თმის საწყისი ფერის მიხედვით. რაც უფრო მუქი და სქელია თმა, მით უფრო ცუდად ღიავდება. ამ შემთხვევაში თმა შეიცოდეთ და რაიმე სხვა ფერი შეარჩიეთ, რომლის მიღებას გაღიავების გარეშე შეძლებთ.
ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – ხშირად ინტერნეტ სივრცეში რომელიმე ცნობილი ადამიანის ან მოდელის ფოტოს ვპოულობთ და მისი თმის ფერი გვიყვარდება. გამოუცდელი ქალი ამ ფერს ქალის გარეგნობისგან მთლიანად გამოყოფს. სავარაუდოდ, ასეთი ფერი, სიგრძე და ტექსტურა კონკრეტულ გარეგნობას უხდება. აი, თქვენს თავზე სულ სხვანაირად გამოჩნდება.აირჩიეთ თმის ფერი, რომელიც პირადად თქვენ და თქვენს ტიპს უხდება. თუ, რა თქმა უნდა, უნიკუმი არ ხართ, რომელსაც ყველაფერი უხდება. ასეთი რამ იშვიათად ხდება. უმეტეს შემთხვევაში სჯობს სპეციალისტთან კონსულტანცია გაიაროთ. დავუშვათ, მიხვდით, რომ ნამდვილად ღია თმა გიხდებათ. ასეთი რამ იშვიათია ქალებში, რომელთაც ბუნებრივად მუქი ფერის თმა აქვთ. ამ შემთხვევაში გამოგადგებათ ექსტრა ქერა, სადაც მჟანგავი მაღალპროცენტიანია, მაგრამ ფხვნილი საჭირო არაა.
დიახ, ასე მოვერცხლისფრო–თეთრ თმას ვერ მიიღებთ, მაგრამ ნამდვილად გჭირდებათ? დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია: ხარისხიანი თმა ნატურალური შეფერილობით თუ დაზიანებული ღეროები, რომელიც მალე ჩალად გადაიქცევა? არაფერს ვამბობთ, რომ გაღიავებულ თმას გაცილებით საფუძვლიანი მოვლა სჭირდება, ვიდრე სხვა ვარიანტს.