5 საუკეთესო გამაგრილებელი პროდუქტი ზაფხულისთვის

346

ცხელი სეზონი ახლოვდება, მაგრამ ყველას არ აქვს კონდიციონერი, რომელიც სიცხის გაძლებაში გვეხმარება. Vivien გიზიარებთ კვების პროდუქტებს, რომლებიც ორგანიზმს ატენიანებენ და აგრილებენ.

  1. საზამთრო. გემრიელი, გამაგრილებელი და ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ხილი, რომელიც სიცხესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. 92% წყალს შეიცავს და ორგანიზმს კარგად ატენიანებს. საზამთრო მდიდარია ლიკოპენით, ანტიოქსიდანტებით,  А, В6 და С ვიტამინებით, კალიუმით და ამინომჟავებით. სასარგებლო ხილი სხეულს გაგრილებაში ეხმარება. დაბალკალორიული პროდუქტია, ამიტომ გახდომის მსურველებისთვის შესაფერისია.
  2. კიტრი. შეუცვლელი საზაფხულო საკვები, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და ჯანმრთელი და ლამაზი კანის შენარჩუნებაში გვეხმარება. ის 95% წყლისგან შედგება, რაც სუპერდამატენიანებელს ხდის. კიტრი ორგანიზმში წყლის ბალანსს იცავს.
  3. ნიახური. კიდევ ერთი პროდუქტი წყლის მაღალი შემცველობით. 95% წყალს და ელექტროლიტებს შეიცავს, ამიტომ სითხის აუცილებელი დონის შესანარჩუნებლად შესანიშნავი ვარიანტია. ნიახურის უპირატესობა დატენიანების უნარით არ შემოიფარგლება. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს წმენდს და სიბერის ნიშნებს აფერხებს.
  4. იოგურტი. მნიშვნელობა არ აქვს, ტკბილი თუ მჟავე იოგურტი გიყვართ, მაინც საზაფხულო მენიუს კარგი დანამატია. როცა გარეთ ძალიან ცხელა, იოგურტი ნამდვილი მხსნელია. კარგი გამაგრილებელი, მკვებავი, მსუბუქი და იდეალური წასახემსებელია.
  5. ყვავილოვანი კომბოსტო. როგორც კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი მდიდარია С ვიტამინით, რამდენიმე მინერალით და მიკროელემენტით. კვლევამ აჩვენა, რომ ყვავილოვანი კომბოსტო ბევრ წყალს შეიცავს, ამიტომ ძალიან მკვებავი და დამატენიანებელია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს