ბოლო წლებია სიგამხდრის მოდა თანდათან ქრება, ხოლო ბოდიპოზიტივი მისასალმებელია. ყველაფერი კარგია ზომიერად. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ, სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 წლით უმცირდებათ. მუცლიდან ცხიმი არა მხოლოდ ლამაზი ფორმების, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უნდა მოიშოროთ.არ ვგულისხმობთ რბილ კანქვეშა ცხიმს, რომელიც მსუბუქი დიეტით და მცირე ფიზიკური დატვირთვით სწრაფად ქრება. აი, აბდომინალური ცხიმი სახიფათოა. ის მუცლის ღრუში გროვდება, ორგანოებს გარს ეხვევა და შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი, ჰიპერტონია და სიმსივნეც.არაჯანსაღი საკვების გამო სიმსუქნის პრობლემა აშშ–ში გავრცელებულია. მსოფლიოში არსებობს ე.წ. „ცისფერი ზონები“ – უნიკალური ადგილები, რომელთაც დღეგრძელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ. მათი მაცხოვრებლები ავად იშვიათად ხდებიან და საღ გონებას ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ. ზედმეტ წონაზე საუბარი არაა. რა არის მათი საიდუმლო?
როგორ ავიცილოთ თავიდან მუცელში აბდომინალური ცხიმის გაჩენა
- მენიუში ბევრი მთელი მარცვლეული ჩართეთ. მთელი მარცვლეული უჯრედისის წყაროა. ის ცხიმის დეპოზიტების წინააღმდეგ ბრძოლაში უცვლელი თანაშემწეა. ნივთიერება სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს არეგულირებს.
- მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით. დიეტოლოგების უმრავლესობა გირჩევთ, რომ ყოველდღიურ რაციონში ბევრი ბოსტნეული ჩართოთ. ხილით დესერტი მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ისინი მძიმე ხორციანი პროდუქტების უკეთ მონელებაში დაგეხმარებიან. „ცისფერი ზონის“ მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მათ მენიუში მცენარეული საკვები მთავარია, ხოლო ხორცს იშვიათად მიირთმევენ.
- ბევრი წყალი დალიეთ. ორგანიზმს წყლის ბალანსის დაცვა მუდმივად სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ წყლის დღიური ნორმა გამოთვალოთ. ასე რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს მოიშორებთ და ორგანიზმს გააჯანსაღებთ.
- ულუფები შეამცირეთ. როგორ მივხვდეთ, რომ დროა კოვზი გვერდზე გადავდოთ? იაპონური მეთოდი „hara hachi bu“ გამოიყენეთ. ეს კონფუციანური სწავლებაა, რომელიც გირჩევთ, რომ ჭამოთ სანამ, თქვენი კუჭი 80%–ით არ გაივსება.
- იმოძრავეთ. საუბარია არა ჩვეულ სპორტულ დარბაზებზე ტრენაჟორებით და სარბენი ბილიკებით. დღეგრძელები ამ მეთოდს იშვიათად მიმართავენ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივ მოძრაობას, როგორიცაა სეირნობა, ბოსტანსა თუ ბაღში მუშაობა და სხვა ყოველდღიური საქმეები. ამის გაკეთება სუფთა ჰაერზე განსაკუთრებით კარგია.
როგორც ხედავთ, მათი ცხოვრების წესში რაიმე უცნაური არაა. ყველა ეს წვრილმანი რამდენიმე ზედმეტ წელს გაჩუქებთ. დიდი ალბათობით, ასი წლის იუბილეს შვილთაშვილებთან ერთად მხნედ აღნიშნავთ. ხოლო კითხვა, როგორ მოიშოროთ მუცლის ცხიმი, აღარ შეგაწუხებთ!