ღვიძლის დაავადება ხშირად შეუმჩნეველი რჩება: 4 ნიშანი, რომელიც არ უნდა უგულებელყოთ

1635

როცა ღვიძლის ესა თუ ის დაავადება ვითარდება, მისი ნიშნები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ექიმები მოგიწოდებთ, რომ გარკვეული სიმპტომები არ უგულებელყოთ.ღვიძლი გლუკოზის ცვლაში მონაწილეობს, ვიტამინებს ინახავს, ცხიმის გადასამუშავებლად ნაღველს გამოიმუშავებს, ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ამ ორგანოს მდგომარეობაზე ადამიანის ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქციის მდგომარეობაა დამოკიდებული. სხვათა შორის, არაჯანსაღი ჩვევები, მათ შორის ალკოჰოლის, ცხიმიანი საკვების მიღება, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ვირუსული ინფექციები ღვიძლს აზიანებს, მისი აღდგენის უნარებს აუარესებს. Vivien გიამბობთ, როგორ გაიგოთ, რა მდგომარეობაშია ღვიძლი.

„სამწუხაროდ, დაზარალებული ადამიანები ღვიძლის დაავადების პირველ ნიშნებს იშვიათად ამჩნევენ. ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი ან სიმსივნე ნაადრევ სტადიაზე აშკარა ტკივილს არ იწვევს“ – ამბობენ ექიმები გერმანიიდან Focus–თან ინტერვიუში.ექიმებმა დაასახლეს 4 ნიშანი, რომლებიც, მათი თქმით, არ უნდა უგულებელყოთ. აი, რას შეუძლია გითხრათ, რომ ღვიძლი დაზიანებულია.

  1. ყავისფერი შარდი. მიგანიშნებთ, რომ ღვიძლის ქსოვილები ალკოჰოლის ჭარბი მიღებით ან ქრონიკული დაავადებებით ძლიერ დაზიანებულია და ორგანო სათანადოდ ვეღარ მუშაობს. ყავისფერი შარდი ვირუსული ჰეპატიტის ნიშანი შეიძლება იყოს.
  2. ყვითელი და არა თეთრი თვალის გარსი. ყვითელი თვალის გარსი ჰეპატიტით დაავადების ნიშანია. ეს შეიძლება ლიპიდური ცვლის დარღვევის ნიშანი იყოს, რაც ღვიძლზე გადაჭარბებულ დატვირთვას იწვევს.
  3. მუცლის ზედა ნაწილში ზეწოლის შეგრძნება. ღვიძლი მუცლის ზედა, მარჯვენა ნაწილში მდებარეობს. თუ სხეულის ამ ნაწილში ზეწოლას გრძნობთ, ეს შეიძლება ღვიძლის გაცხიმოვნების სიგნალი იყოს. ასევე იგრძნობთ დაღლილობას, კონცენტრაციის სირთულეს.
  4. თვალის ფერადი გარსის რგოლი მომწვანო–ყავისფერია. რქოვანაზე მომწვანო–ყავისფერი რგოლი ვილსონის დაავადების დროს ჩნდება, რაც ღვიძლში სპილენძის დაგროვებაზე მიგითითებთ, რადგან ორგანიზმი მას სათანადოდ ვერ გამოყოფს. მსგავსი პათოლოგია მემკვიდრეობითია და ნაადრევ სტადიაზე გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში ლეტალური შედეგის რისკი იზრდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს