ყავის მოდუღება ჯეზვეს გარეშე: 3 გამოცდილი მეთოდი

616

თურქულ ყავას წარმოუდგენლად გაჯერებული გემო აქვს, თან საკმაოდ ძლიერი გამოდის. მისი სასიამოვნო სიმწარე, რომელიც ჯეზვეში მომზადებისას წარმოიქმნება, ყავის ნამდვილ დამფასებლებს მოსწონთ. სამწუხაროდ, ყავის ჯეზვეში მოდუღება ყოველთვის შესაძლებელი არაა. თუ ხსნადი ყავის დალევა არ გსურთ, მაგრამ ჯეზვე არ გაქვთ, Vivien გამოსავალს გთავაზობთ. სასმელის დასალევად უახლოეს კაფეში გაქცევა არ იჩქაროთ. გიზიარებთ 3 მარტივ მეთოდს, რომელთა დახმარებით არომატულ და გემრიელ სასმელს ჯეზვეს გარეშე მოადუღებთ. მთავარია, რომ ყავის მარცვლები მომზადების წინ დაფქვათ. დაიცავით პროპორციები: 1,5 ჩ/კ ყავა 150 მლ წყალზე.

  • 1–ელი მეთოდი: ღრმა ტაფა გამოიყენეთ. ჯერ ღრმა ტაფა გააცხელეთ, შემდეგ ყავა დაუმატეთ. თუ სასმელს შაქრით სვამთ, ეს ინგრედიენტი მაშინვე დაუმატეთ. სასმელი წყალი დაასხით და საშუალო ცეცხლზე დადგით. ნახევარ წუთში კოვზით აურიეთ. ქაფის გამოჩენისას გაზქურას მოაშორეთ. თუ უფრო ძლიერი ყავის მიღება გსურთ, ორჯერ აადუღეთ.
  • მე–2 მეთოდი: სქელ გვერდებიანი ფინჯანი გამოიყენეთ. გააცხელეთ, შემდეგ ყავა დაუმატეთ. წყალი 90 გრადუსამდე გააცხელეთ, შემდეგ ყავას ფრთხილად დაუმატეთ. შაქარი დაუმატეთ, თუ აუცილებელია. კარგად აურიეთ და 3-4 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ სასმელი დალიოთ.
  • მე–3 მეთოდი: კვლავ სქელ გვერდებიანი ფინჯანი გამოიყენეთ. ყავა ჩაყარეთ და ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით. ფინჯანი მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით მოათავსეთ (საშუალოზე მაღალი სიმძლავრე ჩართეთ). მიიღებთ სასმელს, რომელიც ესპრესოს ძალიან ჰგავს.

ზემოთ აღწერილი მეთოდებიდან ერთ–ერთი სცადეთ და თქვენი ფავორიტი აირჩიეთ. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ მეთოდით მომზადებული ყავის გემო ნამდვილად მოგეწონებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს