არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH) ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების უფრო სერიოზული სტადიაა. NASH–ის ნიშნები მოიცავს ინსულინრეზისტენტობის ნიშნებსაც, როგორიცაა მუქი ლაქები კანზე თითების სახსრებზე, იდაყვებსა და მუხლებზე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ისტიტუტი საუბრობს.NHS ამბობს, რომ ციროზი ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების „ყველაზე მძიმე სტადიაა“, რომელიც რამდენიმე წლიანი ანთების შემდეგ ვითარდება. მაიოს კლინიკა აცხადებს, რომ ჩვეულებრივ ღვიძლის არაალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებას რაიმე ნიშანი და სიმპტომი არ აქვს. და მაინც, როცა ეს ხდება, შეიძლება მოიცავდეს დაღლილობას, ტკივილს ან დისკომფორტს მუცლის ზედა არეში.
არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის და გამოხატული ნაწიბურების (ღვიძლის ციროზი) შესაძლო ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს:
- მუცლის შებერილობა (ასციტი)
- გაფართოებული სისხლძარღვები პირდაპირ კანის ზედაპირზე
- გადიდებული ელენთა
- წითელი ხელისგულები
- გაყვითლებული კანი და თვალები
დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენით და მკურნალობით პროგრესირების შეჩერება და ღვიძლში ცხიმის რაოდენობის შემცირება შეიძლება. ადამიანების უმეტესობა მხოლოდ პირველ სტადიას ოდესღაც ავითარებს, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს. არის მცირე შემთხვევები, როცა ის პროგრესირდება და შეიძლება ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს, თუ დროულად არ გამოავლენთ და არ იმკურნალებთ.
ჯანმრთელი ღვიძლი ცოტა ცხიმს ან საერთოდ არ უნდა შეიცავდეს.„ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მკურნალობის მთავარი მეთოდია სწორი კვება, მაღალი ფიზიკური აქტივობა და აუცილებლობის შემთხვევაში წონის დაკლება“.