კვერცხი მაღალი ქოლესტერინის დროს: ღირს თუ არა ჭამა

804

ჯანმრთელობის თემა ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ მასში ერთი პუნქტია, რომელსაც ექიმებსა და დიეტოლოგებს შორის მწვავე კამათის გამოწვევა შეუძლია. საკითხი მაღალი ქოლესტერინის დროს კვერცხის ჭამას ეხება. ზოგი ამბობს, რომ კვერცხი ამაზე გავლენას საერთოდ არ ახდენს. ზოგი ამტკიცებს, რომ მხოლოდ კვერცხის ცილის ჭამა შეიძლება, ხოლო კვერცხის გული სჯობს არ გამოვიყენოთ. Vivien ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გარკვევას ეცდება, რაშიც დიეტოლოგი ანჯალი მუკერჯი დაგვეხმარება.

შეიძლება თუ არა კვერცხის ჭამა მაღალი ქოლესტერინის დროს – თუ საკითხში გარკვევას დაიწყებთ, მაშინვე ცუდი და კარგი ქოლესტერინის შესახებ დილემა ჩნდება. საკმაოდ არამეცნიერული და საეჭვოა, ასეა? ირკვევა, რომ ყველა ქოლესტერინი ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა. ზოგიერთ შემთხვევაში სასარგებლო და შეუცვლელია.მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინსა (ე.წ. კარგი ქოლესტერინი) და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინს (ე.წ. ცუდი ქოლესტერინი) შორის დიდი განსხვავებაა. პირველი მათგანი უსაფრთხოა, თან გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინს კარდინალურად განსხვავებული გავლენა აქვს და ფოლაქების განვითარებას იწვევს. როგორც ცნობილია, ფოლაქები სისხლის მიმოქცევას ართულებს და თრომბოზის რისკს ზრდის.

მათთვის, ვისაც მავნე ქოლესტერინის მაღალი დონე აქვს, დიეტა ყველაზე ეფექტური გამოსავალია. პალმის ზეთის შემცველ წასახემსებლებზე, ასევე მისი მაღალი კონცენტრაციის მქონე სხვა პროდუქტებზე უარი თქვით. შემწვარი საკვების, განსაკუთრებით ტრანსცხიმების რაოდენობა აკონტროლეთ. აი, კვერცხი ამ კატეგორიას არ მიეკუთვნება.ანჯალი მუკერჯი ხაზს უსვამს, რომ კვერცხი სასარგებლო პროდუქტია და სასურველია, ყოველდღე 1 ცალი მივირთვათ. მასში შედის ადვილად ათვისებადი ცილა, რომელიც ორგანიზმს არ ტვირთავს. კვერცხში უცვლელი ცხიმოვანი მჟავებიც გვხვდება.

„კვერცხი საკვები ნივთიერებებით მდიდარია. ბევრი სამედიცინო კვლევა ადასტურებს, რომ კვერცხი გულ–სისხლძარღვთა სისტემას ზიანს არ აყენებს. უფრო პირიქით“ – ირწმუნება დიეტოლოგი.სწორედ ამიტომ, კვერცხის გულის გადაგდება და საუზმის რეცეპტიდან ტაფამწვარის ამოღება არ იჩქაროთ. ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ, მხოლოდ კვერცხის ცილას მიირთმევენ, მაგრამ ეს უფრო კალორიულ შემცველობას უკავშირდება. თუ კალორიების შემცირება არ გსურთ, შაკშუკას მომზადების სიამოვნებაზე უარი არ თქვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს