ნერგებმა ზრდაში გადაამეტა: მიზეზები და მოსავლის გადარჩენის ერთადერთი მეთოდი

928

პატარა უფერული ფოთლები მაკარონივით თხელ წაგრძელებულ ღეროებზე სამწუხარო სანახაობაა, რომელიც გამოცდილი მებოსტნის ფანჯრის რაფაზეც გვხვდება. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ნერგებმა ზრდაში გადაამეტა და ზომების მიღების დროა. ნერგების ზედმეტად გაზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომელთა შესახებ Vivien გიამბობთ. ასევე გასწავლით, როგორ გამოასწოროთ შეცდომები და სწორად დარგოთ ამოწვერილი პომიდორი, რომ მდიდარი მოსავალი მიიღოთ.

ნერგების გადაზრდა: მიზეზები და გამოსწორების მეთოდები

  • ადრე დათესვა – პომიდორმა დათესვიდან კვლებში გადარგვამდე ფანჯრის რაფაზე 60 დღე უნდა გაატაროს. დათესვამდე გაზაფხულზე ამინდის პროგნოზი უნდა გაითვალისწინოთ. სხვა შემთხვევაში, ნერგი შეიძლება აქტიურად გაიზარდოს და აყვავილდეს, მაგრამ გარეთ ჯერ კიდევ ცივა და გადარგვა ადრეა.
  • ზედმეტად გამოკვება – ჰიპერ ზრუნვა კარგი არავისთვისაა. ძლიერი ნერგის მისაღებად ხშირად გამოკვება დათვური სამსახურია. ჭარბი სასუქი ხანმოკლე დღის სინათლის პირობებში ღეროების გაჭიმვას გამოიწვევს.
  • სინათლის დეფიციტი – გაზაფხულიც არის და გაზაფხულიც. კარგია, თუ სეზონზე ბევრი მზიანი დღეა. თუ არა? ნერგი სინათლის წყაროსკენ ამოიწვერება. ამ შემთხვევაში ნერგების დამატებით განათებაზე იზრუნეთ. ახლა იყიდება სხვადასხვა ფიტონათურა, რომლებიც სახეობით და ფასით განსხვავდებიან. შესაფერის ვარიანტს მარტივად იპოვით.
  • პიკირების დაგვიანება – თუ პომიდორი ძალიან სქლად დათესეთ, რაც შეიძლება დროულად ჩითილებად დაყავით. პირველივე დღიდან აღმონაცენები სინათლისთვის იბრძვიან და ერთმანეთი შეიძლება შეავიწროვონ.

როგორ შევანელოთ მცენარის ზრდა, თუ ნერგი გადაიზარდა – ნერგის ზრდის შესანელებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს. თუ ბოსტანში მცენარის დარგვა შეუძლებელია ან ამინდი საშუალებას არ გაძლევთ, ასე მოიქეცით:

  • მორწყვის რაოდენობა და სიხშირე შეამცირეთ.
  • სასუქი არავითარ შემთხვევაში მიაწოდოთ.
  • უფრო დიდი მოცულობის ქოთანში გადაიტანეთ.
  • ნერგები გრილ ადგილას გაიტანეთ.

თუ მცენარემ თანაყვავილედის ფორმირება უკვე მოასწრო, ძირთან ახლოს გადაჭერით. რამდენიმე ქვედა ფოთლის დატოვება არ დაგავიწყდეთ. ასე მძინარე კვირტებს ახალი ღეროების ფორმირებაში დაეხმარებით. მოსავლიანობის შანსების გასაზრდელად, ნერგები მდიდარი ნიადაგის ნარევით სავსე დიდი ზომის ქოთანში გადარგეთ.

როგორ გადავრგოთ მცენარე ბოსტანში, თუ ნერგი გადაიზარდა – „დაწვენილი დარგვა“ ყველაზე საიმედო და რეკომენდებული მეთოდია გამოცდილ მეაგარაკეებს შორის. ფოკუსი იმაშია, ამ მეთოდით ნაკლოვანებას (გრძელი ღეროები) უპირატესობად მარტივად გადააქცევთ. დაწვენილი დარგვისას ღეროს მთელ სიგრძეზე ფესვები უჩნდება. წარმოიდგინეთ, როგორი დიდებული ფესვების სისტემა განვითარდება! გაძლიერებული კვებისა და ნაყოფის მომწიფებისთვის სწორედ ეს გვჭირდება.

როგორ გადავრგოთ პომიდვრის ნერგი დაწვენილი მეთოდით

  1. ღეროს ფოთლები წინასწარ მოაშორეთ, ზემოდან მხოლოდ მესამედი დატოვეთ. დარგვის მომენტისთვის ჭრილობები უნდა მოშუშდეს, რომ მათში ბაქტერიები არ მოხვდეს.
  2. ნიჩბით კვალში 10 სმ სიღრმის ღარი გააკეთეთ. მაშინვე მასში ნაცარი და ბოროფოსკი ჩაყარეთ.
  3. მცენარე ქოთნიდან ამოიღეთ და კვალში ფესვებით სამხრეთისკენ ჩადეთ. ფესვებს და შიშველ ღეროს მიწა მოაყარეთ.
  4. უხვად მორწყეთ. 3 დღეში შეამჩნევთ, რომ ღერო ფოთლებით გაიმართა, გამხნევდა და ზრდა დაიწყო.

როგორც ხედავთ, მარტივი მეთოდია, მაგრამ 100%–ით ეფექტური. ერთადერთი სირთულე ზედმეტად გაზრდილი ნერგების აგარაკამდე მიტანაა. გრძელი და სუსტი ღეროების გამო ამის გაკეთება რთულია. წარმატებას და უხვ მოსავალს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს