ასტროლოგების მტკიცებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მის ზოდიაქოს ნიშანს შორის კავშირი არსებობს. მათი თქმით, შეგვიძლია ვთქვათ რამდენი წელი ცოცხლობს ზოდიაქოს ნიშანი და როგორი ჯანმრთელობა აქვს. თქვენი დაბადების მომენტში ვარსკვლავების განლაგება თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს. Vivien გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგს სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით.
- მორიელი. საშუალოდ 70-72 წელი ცოცხლობს. მორიელი სამედიცინო დახმარებას თავს არიდებს. ჯანმრთელობაზე საერთოდ არ ზრუნავს, პროფილაქტიკას გაურბის და გამოკვლევას არ ჩქარობს. თუ პრობლემას დროულად აღმოაჩენს, დიდხანს ცხოვრების შანსი აქვს.
- მერწყული. საშუალოდ 72-74 წელი ცოცხლობს. ცვალებადი ჯანმრთელობა აქვს. მაგალითად, მთელი ზამთარი რკინასავით ძლიერია და ვირუსი არ ეკარება, მაგრამ ზაფხულში შეიძლება ლოგინში ფილტვების ანთებით ჩაწვეს. აწუხებს სისხლის მიმოქცევის, მხედველობის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დარღვევა. ხშირად ნერვიულობს, რაც ბევრ პრობლემას იწვევს და სიცოცხლის გახანგრძლივებას ხელს უშლის.
- მშვილდოსანი. 73-75 წელი ცოცხლობს. სუსტი ჯანმრთელობა აქვს. ხშირად აწუხებს საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. ქრონიკული დაავადებები მის ცხოვრებაზე ცუდად აისახება.
- კირჩხიბი. 75-77 წელი ცოცხლობს. ჯანმრთელობას სერიოზულად არ უდგება. ჯანსაღად არ ცხოვრობს, სერიოზული პრობლემების დროსაც ექიმებს გაურბის. დაავადებებზე აკვიატებული აზრები მისთვის დამღუპველია. ხშირად აწუხებს სისხლძარღვების სისტემის, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და მხედველობის დარღვევები.
- ლომი. საშუალოდ 78 წლამდე ცოცხლობს. სერიოზული დაავადებების დროულად აღმოჩენის და მკურნალობის შემთხვევაში, სოლიდურ ასაკს აღწევს. უთქმელობა და წუწუნის უუნარობა მასზე ბოროტად ხუმრობს. ხშირად აწუხებს ზურგის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის და მხედველობის პრობლემები.
- თევზები. 75-79 წელი ცოცხლობს. თუ სასუნთქი გზების, სახსრების და კანის დაავადებებს მიხედავს, დიდხანს იცხოვრებს. თქვენთვის სუფთა ჰაერზე სეირნობა და კარგად გამოძინება სასარგებლოა.
- სასწორი. 77-80 წელი ცოცხლობს. კარგი მაჩვენებელია მისი სუსტი იმუნიტეტის გათვალისწინებით. ხშირად წელის, თირკმლების დაავადებები ან კანის ცუდი მდგომარეობა აწუხებს. გაყინვას უნდა მოერიდოს. მაღალი ტენიანობა შეიძლება ავადმყოფობის მიზეზი გახდეს.
- ვერძი. 80-82 წელი ცოცხლობს, საკმაოდ სოლიდური რიცხვია. წელის, შაკიკის და გულის დაავადებების პრობლემები ხშირად აწუხებს. ვერძმა წყენა გულში არ უნდა ჩაიდოს და თავი სისულელეებით არ გაივსოს, რომ ძლიერი ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.
- კურო. 82-86 წელი ცოცხლობს. საშარდე სისტემის და სახსრების პრობლემები მთავარი მტერია. ჭარბი წონა ხშირად პრობლემებს იწვევს. ამ დაუცველ ადგილზე იზრუნეთ!
- ტყუპები. 84-87 წელი ცოცხლობს. დეპრესიას ხშირად ებრძვის, მაგრამ წარუმატებლად, რაც სხვა პრობლემებს იწვევს. მენტალურ ჯანმრთელობას მიხედეთ და სწორად იკვებეთ. შიმშილობა ან ზედმეტი ჭამა დამღუპველია.
- თხის რქა. 85-88 წელი ცოცხლობს. ნებისმიერ დაავადებას მამაცურად ებრძვის. საკუთარი სუსტი მხარეები იცის და ზედმეტ საფრთხეს თავს არიდებს. სახსრები, სმენა, სანაღვლე გზები და საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა.
- ქალწული. 85-90 წელი ცოცხლობს. ხშირად საჭმლის მომნებელებელი სისტემის პრობლემები აწუხებს. ჯანსაღად იკვებეთ, შიმშილობას და ზედმეტის ჭამას მოერიდეთ. ასე დიდხანს ბედნიერად იცხოვრებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს