ამ ტორტის გაკეთება მხიარულმა იტალიელმა მასწავლა. გიზიარებთ რეცეპტს

523

მხიარულმა იტალიელმა ქალმა ატმის ტორტის გაკეთება მასწავლა. რეცეპტს თქვენც გიზიარებთ. ტორტის მოსამზადებლად სამზარეულოში დიდხანს ტრიალი საჭირო არაა. ყველაფერს, რაც გჭირდებათ, მაღაზიაში იშოვით! სხვათა შორის, ტორტს დაკონსერვებული ატამი სჭირდება. რამდენიმე ათეული ქილა ატამი გასულ შემოდგომაზე მოვხუფე და დღემდე არ მიჭამია. იტალიელები ასეთ ტკბილეულს ტორტს უწოდებენ, თუმცა, ჩემი აზრით, უფრო პეროგია. Vivien გიზიარებთ ნაზი იტალიური ტორტის მომზადების ინსტრუქციას.

ინგრედიენტები:

  • 100 მლ რძე
  • 2 კვერცხი
  • 8 გ ვანილი
  • 100 გ შაქარი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 200 გ ფქვილი (+3 ს/კ)
  • 12 გ გამაფხვიერებელი
  • 150 გ დაკონსერვებული ატამი
  • 50 გ კარაქი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, კვერცხი და 50 გ შაქარი ათქვიფეთ ისე, რომ ფაფუკი ქაფი მიიღოთ. ახლა რძე და მცენარეული ზეთი დაუმატეთ, კვლავ კარგად აურიეთ.
  2. ნარევს ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ. ფქვილის გაცრა არ დაგავიწყდეთ.
  3. ცომი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით.
  4. ატმის კონსერვი გახსენით, სიროფი გადაასხით, ატამი თხლად დაჭერით და ცომს წრიულად დაუმატეთ.
  5. ნაფშვენისთვის რბილი კარაქი, 3 სუფრის კოვზი ფქვილი, 50 გრამი შაქარი და 8 გრამი ვანილი აურიეთ. ნაფშვენი პეროგს ზემოდან მოაყარეთ.
  6. ღუმელი წინასწარ 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ტორტი 40 წუთით აცხვეთ. გაგრილებულ პეროგს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

ატმის ტორტი დილით გამოვაცხვე, საღამოს ნამცეციც არ დატოვეს. შემდეგში, დაქალის რჩევით ტორტს ქიშმიშით და შავი შოკოლადით გავაკეთებ. ვფიქრობ, ასეც ძალიან გემრიელი გამოვა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს