ბევრი მეაგარაკისთვის ნაცნობია სიტუაციაა, როცა შუა სეზონში ნაკვეთის მოწყობის გრანდიოზული იდეები გვებადება, მაგრამ უკვე გვიანია. მავნებლები საყვარელ კვლებში დასახლდნენ, ზოგიერთი კულტურისთვის დრო გასულია, ხოლო დათესვა უფრო მოხერხებულად შეიძლებოდა. ამის თავიდან ასაცილებლად, Vivien გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ გაზაფხულზე აგარაკზე, რომ ზაფხულში არ ინანოთ.მარტივი, მაგრამ ეფექტური რჩევებია. რაც მთავარია, ბიუჯეტურია. თუ ეს მომენტები სეზონის დასაწყისში არ გამოგრჩებათ, შუა სეზონზე ყველა მეზობელს თქვენი ნაკვეთის შეშურდება.
რჩევები, რა გააკეთოთ აგარაკზე გაზაფხულზე
- ლამაზი ყვავილნარი – დავუშვათ, დეკორატიული მცენარეებით დიდად გატაცებული არ ხართ და ადგილიც არ გაქვთ, რადგან კარტოფილს და პომიდორს მეტი სარგებელი მოაქვს. და მაინც, სილამაზე გვსურს! ამ შემთხვევაში უკვე აყვავებული ქოთნები შეიძინეთ ან სახლიდან გამოიტანეთ. ნაკვეთზე თავს კარგად გრძნობს ფუქსია, ნემსიწვერა, ბეგონია და ჰორტენზია.
- მცოცავი მცენარეები – ძველი ფარდულიც ზღაპრულ სახლად გადაიქცევა, თუ გაზაფხულზე მის კედელთან ხვართქლას, ყურძენს ან ვარდს დარგავთ. მწვანე ხალიჩა ყველა ხარვეზს დამალავს, ხოლო შემოდგომაზე ფერების ამბოხით გაგახარებთ. ძველი შენობის პოვნა აუცილებელი არაა, საკმარისია, რომ ლითონის თაღი დაამონტაჟოთ, რომ ნაკვეთს განსაკუთრებული ანტურაჟი მიანიჭოთ.
- ლიმონის ხე – განსაკუთრებით ყოჩაღი მეაგარაკეები ლიმონის ხის ნერგებს ყიდულობენ და ფანჯრების შორიახლოს რგავენ. პირველ რიგში, ციტრუსის ნაყოფი მწვანე ფოთლების ფონზე ეფექტურად გამოიყურება. მეორეც, ეთერზეთი თბილ საღამოს აქტიურად ორთქლდება, კოღოებს და სხვა ქინქლებს აფრთხობს.
- ძირს სარეველა – სარეველებთან ბრძოლა დასაწყისშივე უნდა გააჩაღოთ, სანამ მთელ ტერიტორიაზე გავრცელებას მოასწრებს. გადაჭარბებაც არ ღირს, კერძოდ, შხამიანი ქიმიკატები აუცილებლობის გარეშე არ გამოიყენოთ. ხალხურ მეთოდს გირჩევთ. 4 ლ ძმარი, 100 გ მარილი და 1 ს/კ სარეცხი საშუალება აურიეთ. მიღებული ხსნარით სარეველები მორწყეთ და გახმება.
- კოლორადოს ხოჭო – ეს პატარა პარაზიტი თქვენს ნაკვეთს გვერდს აუვლის, თუ მშრალ მდოგვს გამოიყენებთ. 1 შეფუთვა რამდენიმე ლიტრ წყალში გააზავეთ და 100 მლ ძმარი დაუმატეთ. მიღებული ხსნარით კულტურები დანამეთ.
- ნატურალური სასუქი – ნატურალური სასუქი თბილი დღეების დადგომისთანავე უნდა გაიხსენოთ. ყავის ნალექი, კვერცხის ნაჭუჭი და ბანანის ქერქი სანაგვე ყუთში არ გადაყაროთ! გირჩევთ, რომ მკვებავ სასუქად გამოიყენოთ.
- უხვი ყვავილობა – გსურთ, რომ თქვენი ყვავილები პირველი გაიშალოს? მაშინ 100 გ ცოცხალი საფუარი 10 ლ წყალში გააზავეთ. ამ ნარევით კლუმბები მორწყეთ, რომ სწრაფი და ბობოქარი ყვავილობა გამოიწვიოთ.
როგორც ამბობენ, ციგა ზაფხულში უნდა მოამზადოთ, ოღონდ აქ პირიქითაა. თუ ნაკვეთზე დროულად იზრუნებთ, შედეგი თბილ სეზონზე გაგახარებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს