სტრესის დროს ვსუქდებით: რატომ ხდება ასე და როგორ არ ჩავვარდეთ ხაფანგში

580

ალბათ, დაკვირვებიხართ, როგორ იქცევიან გარშემომყოფნი ცხოვრების რთულ პერიოდში. ზოგი დაუღალავად ჭამს (განსაკუთრებულ შიმშილს არ გრძნობს), ზოგი საკვებს საერთოდ უგულებელყოფს და მადის დაკარგვას უჩივის. ერთიც და მეორეც უკიდურესობაა, რომელიც წონის, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. დღეს უმეტესობა ჩვენგანს გადაძღომა ახასიათებს, ხოლო რთულ პერიოდში მით უფრო. გასაკვირი არაა, რომ სტრესისგან ვსუქდებით. ორგანიზმი სიამოვნების რაიმე წყაროს პოვნას ცდილობს. Vivien გიამბობთ, რა იწვევს არაჯანსაღ კვებას და რა გავაკეთოთ.

რატომ არის ყველაზე ადვილი სტრესის „შეჭმა“ – საქმე იმაშია, რომ სტრესულ სიტუაციაში ჰორმონების ჯგუფი აქტიურდება. თავდაპირველად, ორგანიზმი ადრენალინს გამოყოფს. ის მადას აქვეითებს: საფრთხისას ჭამის დრო არაა. მუდმივი სტრესი თირკმელზედა ჯირკვლებზე პირდაპირ გავლენას ახდენს, რომელიც თავის მხრივ კორტიზოლს გამოყოფს. ეს ჰორმონი ტვინს მობილიზაციის სიგნალს უგზავნის, რომ სირთულეებთან გასამკლავებლად ენერგიის შევსების დროა. სწორედ ამიტომ, კეფირის ან ვაშლის ნაცვლად უფრო „გემრიელ“, ცხიმიან, შებოლილ ან ტკბილ კერძს ვირჩევთ.ზოგჯერ „სტრესის ჭამის“ ჩვევა პირდაპირ ბავშვობიდან მოდის. როცა მშობლები წარმატებისთვის ან სანუგეშოდ რაიმე საყვარელ და გემრიელ კერძს გვთავაზობდნენ. შემდეგ ზრდასრული ბავშვები ქვეცნობიერად შაბლონით ცხოვრობენ: თუ რაღაც გეგმის მიხედვით არ სრულდება, საკუთარი თავი შოკოლადით უნდა დააჯილდოოს.

რა ვუყოთ სტრესის დროს გაუცნობიერებელ გადაძღომას – სამწუხაროდ, წინასწარ ვერ გავთვლით, რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის სტრესული სიტუაცია ჩვენზე. ექიმები გირჩევენ, რომ უკონტროლო მადის პირველივე ნიშნებზე კვების გეგმა შეადგინოთ. ასე თავს გააკონტროლებთ და ქაოსურ აზროვნებაში სიცხადეს შეიტანთ. როგორც კი, სტრესის ფონზე გასუქებული ადამიანი დამშვიდდება, ზედმეტი წონა გაქრება.

ფსიქოლოგების რჩევები, როგორ გამოძვრეთ სტრესული მდგომარეობიდან:

  • ნამდვილ სურვილებზე დაფიქრდით. ყველა თქვენი გრძნობა (თუნდაც უარყოფითი) სათანადოდ მიიღეთ.
  • ნებისმიერ სხვა საინტერესო საქმეზე გადაერთეთ.
  • საჭმლის რაოდენობა და ხარისხი აკონტროლეთ (ნაგავი არ იყიდოთ!).
  • ორგანიზმს მოუსმინეთ, შიმშილის და წყურვილის გარჩევა ისწავლეთ.
  • იმოძრავეთ (რაც მეტი, მით უკეთესი).

და ბოლოს: ზედმეტი ჭამის ნუ გრცხვენიათ. დაარღვიეთ? არაფერია საშიში. რეჟიმი თავიდან დაიწყეთ. საერთოდ საჭმელი სტრესთან საბრძოლველად ნამდვილად კარგი მეთოდია, მაგრამ გონივრულად უნდა გამოიყენოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს