სადჰგურუს წინასწარმეტყველება: ჩვენი პლანეტა მალე შეიძლება დავკარგოთ

1754

პლანეტა დედამიწაზე კლიმატი იცვლება. სამწუხაროდ, ხშირად გვესმის, რომ მსოფლიოში ეკოლოგიური სიტუაცია უარესდება. საუბარია გლობალურ დათბობასა და ნახშირორჟანგის გამოყოფაზე. ინდოელი იოგინი, სადჰგურუ ხალხს სთხოვს, რომ მიწის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. Vivien გიამბობთ, რატომ უნდა დაფიქრდეთ მიწის პრობლემებზე.

მიწის მდგომარეობა – ნიადაგი ცალკე საცხოვრებელია, სადაც მილიონობით სიცოცხლე ხარობს. პლანეტის გადარჩენას მხოლოდ მიწის მრავალფეროვნების გადარჩენით შევძლებთ. სხვადასხვა მეცნიერსა და გაეროზე დაყრდნობით სადჰგურუ ამბობს: „ჩვენ მხოლოდ 80-100 მოსავალი დაგვრჩა, ანუ პლანეტაზე სასოფლო–სამეურნეო მიწის არსებობის ზუსტად 40-50 წელი“.იოგინის მოსაზრებით, 2045 წელს მსოფლიოში საკვების წარმოება 40%–ით შემცირდება. ამავდროულად, პლანეტის მოსახლეობა ზუსტად 9,3 მლრდ ადამიანამდე გაიზრდება. მომდევნო 25 წელიწადში სურსათის დეფიციტის პრობლემა გაჩნდება. ეს სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. მაგალითად, სადჰგურუ მთელ მსოფლიოში სამოქალაქო ომების დაწყების შესახებ გვაფრთხილებს.

ინდოელი იოგინი განმარტავს, რომ ნიადაგის მდგომარეობა მასში შემავალ ორგანულ ნივთიერებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ქვიშას ორგანულ ნივთიერებებს დაუმატებთ, მიწად გადაიქცევა. ასეა პირიქით. სასოფლო–სამეურნეო მიწა ცოცხალი რომ დარჩეს, მინიმუმ 3-6% ორგანულ ნივთიერებას უნდა შეიცავდეს.დღეს მსოფლიოში თითქმის არ მოიპოვება ადგილი, სადაც სტაბილურად ნაყოფიერი მიწაა. მიწა ყველგან მუდმივად იფიტება. ბოლო 10 წელში ქვეყნების უმეტესობაში მიწის ზედა ფენის 50%–ზე მეტი გაქრა. მიწის დეგრადაციის გამო მასში გაზრდილი საკვები პროდუქტების ხარისხი უარესდება. რაც უფრო ცუდია მიწის მდგომარეობა, მით ნაკლები მკვებავი ნივთიერება რჩება საკვებში.

რა უნდა ვიცოდეთ მიწის შესახებ – მიწა პლანეტის ყველაზე დიდი ეკოსისტემაა. 1 ჩ/კ ჯანმრთელი მიწა უფრო მეტ მიკრობს შეიცავს, ვიდრე ადამიანი დედამიწაზე. მიწის ზედა 30-40 სმ ფენა მიკრობულ სიცოცხლეს შეიცავს, რაც ჩვენი არსებობის საფუძველია.ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ მიწა ცოცხალი ორგანიზმია. როცა მიწა მოხნულია და მზის პირდაპირი სხივების ქვეშაა, მასში მიკრობული სიცოცხლე ნადგურდება. სადჰგურუს თქმით, მიწა რაც შეიძლება დიდხანს ჩრდილში უნდა იყოს.თავისი აზრების გასავრცელებლად იოგინი მსოფლიოს 26 ქვეყანაში გაემგზავრება. ხალხს მოუწოდებს, რომ სახელმწიფოს გრძელვადიან ინვესტიციებს მხარი დაუჭირონ. თითოეული ხელისუფლება მიწის აღგენაზე უნდა მუშაობდეს. მიწა სიმდიდრე და მემკვიდრეობაა, რომელიც წინა თაობებიდან მივიღეთ. ჩვენი მიზანია, რომ მემკვიდრეებს კარგ მდგომარეობაში მყოფი მიწა გადავცეთ.

ორგანული მიწათმოქმედების დადებითი მხარეები – ბევრი ფერმერი ორგანულ მიწათმოქმედებაზე გადადის. კანადასა და აშშ–ში განსაკუთრებით პოპულარულია. ასეთი მიწათმოქმედება ქიმიკატებისა და სინთეტიკური სასუქის სრულად უარყოფას გულისხმობს. ამის ხარჯზე ფული იზოგება, ნაყოფიერი მიწის და, შესაბამისად, პროდუქტის ხარისხიც უმჯობესდება.ბოსტნეული, ხილი და მწვანილი უფრო მკვებავი და გემრიელი ხდება. ამავდროულად, ღირებულება იზრდება. ორგანული მიწათმოქმედება გარემოს იცავს, მაგრამ ამ ინდუსტრიაში დიდი მასშტაბის მიღწევა რთულია. საქმე იმაშია, რომ მინდვრების დამუშავება მექანიკურად, ხელით ხდება. სარეველები და მავნებლები ქიმიკატების გარეშე ნადგურდება.ორგანულად გაზრდილი პროდუქტი დიდხანს არ ინახება. ორჯერ უფრო ძვირია, ამიტომ მისი შეძენა ყველას არ შეუძლია. სადჰგურუ მართალია: მიწათმოქმედების საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს. სანამ ქვეყნები ნაყოფიერი მიწის შენარჩუნებით არ დაინტერესდებიან, მიწის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება.

რას ფიქრობთ, შეიცვლება სიტუაცია უახლოეს წლებში? გვსურს დავიჯეროთ, რომ მსოფლიო საზოგადოება სადჰგურუს რჩევებს მოუსმენს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს