მარჯვე ხრიკი, რომლის დახმარებით სუმბულს უსასრულოდ გაამრავლებთ

953

როგორ გავზარდოთ სუმბული სახლში? მშვენიერი ყვავილი ყველა მებაღის თვალს ახარებს. სუმბული მოეწონება მათაც, ვისაც ადრე ყვავილები დიდად არ აინტერესებდა. რა უნდა იცოდეთ, რომ სუმბული ფანჯრის რაფაზე მარტივად დაასახლოთ? Vivien ღირებულ რჩევას გიზიარებთ.

სუმბული სახლში – ამ ხრიკის არსი იმაშია, რომ სუმბულის ერთი ბოლქვიდან რამდენიმე ახალი ყლორტი მიიღოთ. სპეციალურ მაღაზიაში ან ბაზრობაზე რამდენიმე სუმბულის ბოლქვი შეიძინეთ. შემდეგ ნანატრი ყლორტების მისაღებად გარკვეული მანიპულაციები შეასრულეთ. სიტყვაზე, მეთოდი დაზოგვაში დაგეხმარებათ. აყვავებული სუმბულის ყიდვას ყველა ადამიანის ჯიბე ვერ გაწვდება. გთავაზობთ საინტერესო მეთოდს, რომლითაც ფულს დაზოგავთ და მშვენიერ ყვავილსაც მიიღებთ. მის გაზრდას ნებისმიერი ადამიანი საკუთარი ხელით შეძლებს.

სასარგებლო მეთოდი – მომავალი ნერგისთვის მხოლოდ ჯანმრთელი ბოლქვები შეარჩიეთ. რაიმე დაზიანება, ჩაღრმავება არ უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი მიგითითებთ, რომ ბოლქვი ახალ ყლორტს ვერ მოგცემთ და თავადაც ვერ გადარჩება. თითოეული ბოლქვი ყურადღებით დაათვალიერეთ.

შერჩეულ ბოლქვებს ზედა ნაწილი მოაჭერით. ზუსტად 1 სმ აუცილებლად მოაშორეთ. ამის შემდეგ 1 სმ სიღრმეზე X ფორმის ჩანაჭერი გააკეთეთ. ასე სუმბულის ბოლქვს 4 სეგმენტად დაყოფთ. ახლა ორ ჩანაჭერში, რომელიც ბოლქვზე X ფორმას ქმნის, 2 კბილის ჩხირი მოათავსეთ. ისინი სუმბულს 4 სეგმენტად უკეთ ყოფენ. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩანაჭერზე ერთგვარი დამცავი ფირი წარმოიქმნას. ასე ძვირფას ნერგში სხვადასხვა ბაქტერიის შეღწევას თავიდან აიცილებთ.რა თქმა უნდა, ასეთი ბოლქვის დაკარგვის რისკი უკვე არის. იმის გასარკვევად, შეძლებს თუ არა ბოლქვი თავისი ფუნქციების შესრულებას, გრილ ადგილას 48 საათით გააჩერეთ. ამ დროში ზემოთ აღნიშნული დამცავი ფირი შეიქმნება, რომელიც ბოლქვს ახალი ყლორტებისთვის ძალას აძლევს.

მიწა მოამზადეთ – ახლა ბოლქვი ქოთანში უნდა ჩარგოთ. სპეციალურად სუმბულისთვის განკუთვნილი მიწა შეარჩიეთ. ძალიან მოცულობითი ქოთანი არ შეარჩიოთ. ბოლქვი თავს მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გრძნობდეს. ამისთვის მიწაში ზუსტად 1-1,5 სმ სიღრმეზე ჩარგეთ. პირველად, მხოლოდ ბოლქვის გარშემო მიწა მორწყეთ, თავად ბოლქვი – არა. ქოთანი ბნელ, გრილ ადგილას ზუსტად 2 თვით გაიტანეთ.ამ დროში ბოლქვმა პირველი ახალი ყლორტები უნდა მოგცეთ. მეყვავილეები გირჩევენ, რომ დედა ბოლქვის მთლიანად გახმობას დაელოდოთ. შემდეგ მოაშოროთ, ხოლო ახალი და ძლიერი ყლორტები ცალკე ქოთნებში გადარგოთ. ახალი ყლორტები დედა ბოლქვს უფრო ადრეულ ეტაპზეც შეგიძლიათ მოაშოროთ. უფრო სარისკოა, მაგრამ თუ საჭიროა, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ.

როგორ გავზარდოთ სუმბული სახლში დამოუკიდებლად? – ერთი შეხედვით, სუმბულის გაზრდა მოსაწყენი და რთული ამოცანაა. ასე არაა. თუ მარტივ რეკომენდაციებს დაიცავთ, ფანჯრის რაფაზე სუმბულის საკუთარ კლუმბს მიიღებთ. იაფი, მარტივი და ლამაზი. გიყვართ სუმბული? ყიდულობთ უკვე მზა ყვავილს თუ თავად ზრდით? გაგვიზიარეთ, საიდუმლო ხრიკები, როგორ ზრდით სუმბულს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს