20+ ადგილი დედამიწაზე, სადაც ჩვეულებრივი ტურისტიდან თავდაგასავლების მაძიებლად გადაიქცევით

1800
20+ ადგილი დედამიწაზე, სადაც ჩვეულებრივი ტურისტიდან თავდაგასავლების მაძიებლად გადაიქცევით
20+ ადგილი დედამიწაზე, სადაც ჩვეულებრივი ტურისტიდან თავდაგასავლების მაძიებლად გადაიქცევით

ჩვენ ხშირად ზაფხულის არდადეგებზე ვოცნებობთ, მაგრამ გამოცდილი მოგზაურები ამბობენ, რომ საინტერესო დასვენებისთვის საუკეთესო დრო შემოდგომა და გაზაფხულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ოქროსფერ ოქტომბერში ყველაფერი მხოლოდ იწყება, სწორედ ამიტომ თქვენთვის უცნაური მარშრუტები შევაგროვეთ, რომელთა შორის არის – სოფელი მალტაზე ცნობილი კომედიიდან „ჰონგკონგის ყველაზე სახიფათო უბანი“, ირლანდიური კრატერ-ობსერვატორია  და „სახლი გველი“ მექსიკიდან.

დღეს გთავაზობთ გასული ზაფხულის გამო დარდს მოეშვათ და მშვენიერი შემოდგომით დატკბეთ, რომელიც სავსეა თავგადასავლებით.

1.ფლამინგოს სანაპირო, არუბა

აი ზღაპარი სანაპირო, სადაც მშვენიერი ფლამინგო თქვენი ხელიდან შეჭამს. ისინი არუბაში ცხოვრობენ, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში შედის. ფრინველების დიდი რაოდენობა კერძო კუნძულ რენესანზე გვხვდება, სადაც ძალიან ლამაზი სასტუმრო მდებარეობს.

არუბეში ყველაზე თბილი ამინდები სექტემბერშია. ადგილობრივი ფლამინგო არ მიგრირებს, არამედ მუდმივად აქ ცხოვრობს და ადამიანების გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

„ძველი ჰონგ კონგი“ კავასაკში, იაპონია

ეს კიბერ სახლი რეტროს მოყვარულებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა. თქვენ თითქოსდა ახალ სამყაროში აბიჯებთ Anata No Warehouse – უზარმაზარი შენობა, როგორც 1990 წლამდე ყველაზე კრიმინალური ციხე ქალაქი კოულონის დისტოპიური ვერსია. აქ არის ძველი ქუჩებია და ეზოები, კაზინო და თამაშები, იმ დროის სტილის კაფე, პირქუში კედლები, ძველი განცხადებები და იმ რეგიონის ნაგავიც კი. ბევრი დეტალის დახმარებით დიზაინერებმა ანალოგი შექმნეს, რომ ტურისტებს საინტერესო და უსაფრთხო გადაადგილება შეძლებოდათ ყველაზე სახიფათო ადგილას.

3.მადეირას კუნძული, პორტუგალია

სილამაზის და მგრძნობიარე ატმოსფეროს გრადუსი სულისშემკვრელია. ამასთან თითოეული ქალაქი სიურპრიზს წარმოადგენს. პორტო მონიზეში ვულკანურ აუზს და ძველ ციხე აკვარიუმს ნახავთ. თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ ცხოვრობდნენ პორტუგალიელები მე-16 საუკუნეში, ამ მყუდრო სახლებს შეხედეთ სამკუთხა სახურავებით.

ფუნშალის ფუნიკულიორზე, თქვენ მონტეს სასახლის ტროპიკული ბაღით და მწვერვალებზე გასეირნებით აღფრთოვანებული დარჩებით. თუ გული ველური ხედებისკენ გიზიდავთ, მადეირის უმაღლესი პიკი, პიკუ-რიუვუ დალაშქრეთ ან ევროპაში სიმაღლით მეორე ადგილას კაბო-ჟირაოზე ადით.

4.სარკის მეჩეთი (შაჰ-ჩერახი), ირანი

ეს ყველა თვალსაზრისით კაშკაშა მავზოლეუმი მე-14 საუკუნეში დედოფალი ტაში ხათუნის მმართველობის დრო აშენდა. წარწერით „შაჰ-ე-ჩერაჰ“ – „სინათლის მეფე“, ხოლო სახელწოდება მას შემდეგ გაჩნდა, როგორც ვინმე დასტაზიბმა შორს სამარხიდან ამომავალი სინათლე შენიშნა. მასში ნახეს მეომრის სხეული და ბეჭედი ხელში, რომელზე იყო წარწერა: „პატივი ეკუთვნის ღმერთს, აჰმედს, მუსას ძეს“. ასე ცნობილი გახდა, თუ ძმები აჰმედ და მუჰამედი მშვიდობით სად განისვენებდნენ.

მეჩეთის შიგნით ყველაფერი სინათლეში ირეკლება. კედლები სარკისებრი მოზაიკით, ძვირფასი ორნამენტებით და ვერცხლის პლასტინით არის მორთული, ხოლო მაღალი გუმბათი სარკით არის დაფარული. უკანა მხარეს აუზი შადრევნით და ღამის განათებით არის განლაგებული.

5.აკვიტანია, საფრანგეთი

ეს გიგანტური შედევრი უკვე 4 ათასი წლის არის. თუ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდებით, ამ ზღვის პეიზაჟით დატკბობას და საკუთარი თავის უდაბნოში შეგრძნებას შეძლებთ. მისი სიმაღლე 115 მ, სიგრძე კი 3 კმ-ია და ევროპაში ყველაზე დიდია. ყველაზე კარგი დრო სეირნობისთვის დილას ან საღამოს არის, როცა ქარი არც თუ ისე ძლიერია.

6.“ღვთაებრივი შვეიცარია“

ბუნებრივი პარკი „ღვთაებრივი შვეიცარია“ ჩეხეთში მდებარეობს, გერმანიის საზღვარზე, სადაც მას „საქსონურ შვეიცარიას“ უწოდებენ. თქვენ მოხვდებით ქანების სამყაროში, მწვანე ტყეებით და გამჭირვალე წყლით. ყველაზე ცნობილი ადგილია ვარდისფერი ბორცვი, დიტერსბაჰერის მწვერვალი, ჩანჩქერი. თუ ნამდვილ ტყის ზღაპარში აღმოჩნდეთ, ელბის მიმართულებით კანიონზე ნავით გაისეირნეთ.

7.გიობექლი-თეფე, თურქეთი

მუცლიანი ფორა, სტამბულიდან 800 კმ-ის დაშორებით 1960 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ გათხრები მხოლოდ 34 წლის შემდეგ დაიწყეს, როცა ერთმა მწყემსმა ცხოველის ფიგურა გათხარა. აქ მალე იპოვეს ბოძები, გველები, ხარები და ამწეები. ტესტის შედეგმა აჩვენა, რომ ეს უძველესი ტაძრის კომპლექსია: დაახლოებით 15 ათასი წლის წინანდელი და ეგვიპტის პირამიდებსა და სტოუნჰენჯზე ბევრად უფროსია.

„დიდი ბუდა“, ლანტაუს კუნძული

კუნძული ლანტაუ ჰონგ-კონგის ყველაზე მწვანე კუთხე არის მთებით და ჩანჩქერებით. აქ ბევრი საინტერესო ადგილია ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისთვის, მაგრამ მოგზაურები პირველ რიგში 34 მეტრიანი ბუდას სანახავად ეშურებიან. ამბობენ, რომ ძეგლი – ადამიანებს, ბუნებასა და რელიგიას შორის მუდმივი ჰარმონიის სიმბოლოა. ზემოდან ხედი შთამბეჭდავია, ხოლო ბუდის შიგნით ტაძარი მდებარეობს.

„კრატერი აღდგენისთვის“ ირლანდია

ლენდ-არტ სტილის ინსტალაცია 1960-იანი წლების ცნობილ კონცენპტუალისტ, ჯეიმს ტარელს ეკუთვნის. ექსპერიმენტის დროს, მან შექმნა პროექტი „ზეციური სივრცეები“ ოპტიკური ეფექტით. ჩანაფიქრის მიხედვით, ობიექტი – ბუნებრივი ობსერვატორიაა. კრატერის ცენტრში გვირაბის საშუალებით შეიძლება მოხვდეთ, სადაც მთელი დღის განმავლობაში ნათელი შუქია. ამაში არის იდეა: ადამიანები ბნელი გვირაბით სინათლეს ეგებებიან, თითქოსდა აღდგებიან.

10.“პრინცი, შავი ჯადოქარი და ქალთევზა“, ტაილანდი

შავი გიგანტის შესახებ ლეგენდა ტაილანდში ყველამ იცის. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეფემ შვილები ცხოვრების შესაცნობად გაუშვა, მაგრამ გაირკვა რომ ერთი საბრძოლო ხელოვნებას სწავლობს, მეორე კი – სასწაულებრივი ფლეიტის დაკვრას, რომელიც ნებისმიერ მათგანს აძინებს. მამა ანჰაის გაუბრაზდა, ის კი სახლიდან გაიქცა და ბევრი თავგადასავალი თავს გადახდა. ერთხელ პრინცმა წყალქვეშა სამყაროს გიგანტი ქალი, სახელად ზღვის პეპელა დააძინა. მისი გულის მოსაგებად, ის შესანიშნავ ქალად გადაიქცა, ისინი დაქორწინდნენ და ბიჭი შეეძინათ.

სიმართლე გაირკვა და მისი გაქცევა ქალთევზას ოჯახმა უზრუნველყო. გიგანტი შეყვარებულ ქალთევზას და პრინცს დაედევნა, ისინი კი განდეგილმა დამალა. თუმცა ეს ზღაპრის დასასრული არაა, რადგან პრინცმა ფლეიტის დახმარებით ჯადოქარი სამუდამოდ დააძინა, ქალთევზა მიატოვა და კვლავ მოგზაურობა დაიწყო, რომ ლამაზი გოგო ენახა, ცოლად მოეყვანა და შვილები ჰყოლოდა. სხვათა შორის, ცნობილი ტაილანდელი პოეტი ამის შესახებ 20 წელი პოემას წერდა, მაგრამ მაინც ვერ დაასრულა.

ვარდისფერი მეჩეთი, შირაზი, ირანი

ნასირ ოლ-მოლკის სულისშემკვრელი მეჩეთი წამიერად ზღაპრულ სამყაროში გადაგიყვანთ. მას ხშირად ვარდისფერ მეჩეთს უწოდებენ, რადგან ბევრი ვარდის დეტალი აქვს კედელზე. ამბობენ, რომ ასეთი დეკორი – ჩვეული კანონებიდან დასვენების საშუალებაა. ამბობენ, რომ მეჩეთის მონახულების საუკეთესო დროა – დილით ადრე, როცა მზის სხივები იატაკზე ირეკლება.

მიძინებული ვულკანი ჰარლასანი, კუნძული ჩეჯუ

ეს ვულკანი სამხრეთ კორეის ღირშესანიშნაობებში შედის, მისი დანახვა კუნძულის ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება. უკანასკნელი ამოფრქვევა 1007 წელს იყო, ახლა კი ლამაზ ტბას გადაჰყურებს, რომლის სიღრმეც წვიმების სეზონის დროს 100 მ-ს აღწევს. მთების ირგვლივ ნაციონალური პარკია ულამაზესი ხედებით.

მთაზე შეგიძლიათ უძველესი ბუდისტური ტაძარი ნახოთ, რომელიც კორეს დროს აშენდა და მე-20 საუკუნეში აღადგინეს. მწვერვალისკენ 4 გზა მიდის 6-დან 10 კმ-მდე სიგრძის.

ბოლონია, იტალია

ბოლონია – იტალიური შთაბეჭდილების კალეიდოსკოპი. გასაკვირი არაა, რომ მას ასევე მეცნიერების და სამზარეულოს დედაქალაქს უწოდებენ. რომანტიული არხი ვია აგუსტო, ევროპულ ტაძრებს შორის სიდიდით მეხუთე – სან-პეტრონიოს ბაზილიკა, სათამაშო ჯარისკაცების მუზეუმი, ლუჩანო პავაროტის სახლმუზეუმი.

და რა თქმა უნდა ბოლონია – უძველესი, 1088 წლიდან მომქმედი უნივერსიტეტი , სადაც ნიკოლაუს კოპერნიკი სწავლობდა და შუა საუკუნეების ანატომიური თეატრი არის შენარჩუნებული.

სასტუმრო ღვინის ბოცებში, ნიდერლანდები

თუ საკუთარი თავის წარმოდგენა ძველბერძნულ ფილოსოფოსად გსურდათ ან უბრალოდ ღვინის ბოცები მოგწონდათ, მაშინ აქეთ წამობრძანდით. აქ მყუდრო ნომრებს ნახავთ.

ლამაზი სასტუმრო-რესტორანი De Vrouwe van Stavoren კარგ ფრანგულ ღვინოს გთავაზობთ და თავად სტუმრები ღვინის ბოცებში ცხოვრობენ.

აუზი ციხესიმაგრეში ჰერსტა, კალიფორნია, აშშ

შესანიშნავი ციხე სიმაგრე გასულ წელს გაზეთის მაგნატმა უილიამ რენდოლფ ჰერსტმა თავისთვის ააშენა. მის მფლობელობაში იყო დიდებული ბიბლიოთეკა, ეგზოტიკური ზოოპარკი, ტენისის კორტები, სასტუმრო კოტეჟი, არაბული ცხენების სადგომი, ღვინის სარდაფები, საბანკეტო დარბაზი შუა საუკუნეების სტილში და ორი აუზი.

ამასთან ღი აუზს უწოდებენ ნეპტუნს, დახურული ძველ რომაული თემით არის შედგენილი.

კომედია „პაპაის“ დეკორაცია მალტა

ფილმის სცენებისთვის ჰოლანდიიდან 20-ზე მეტი ხის ინსტრუმენტი ჩამოიტანეს. როცა ფილმის ლენტა მზად იყოს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ეს შანსი გამოყენებიდან და მალე მიტოვებული დეკორაციებისგან თემატური პარკი გააკეთეს. შემდეგ მხიარული მსახიობები შეკრიბეს და სოფელი პაპაი შექმნეს.

„სახლი-გველი“ ან კეცალკოატლის სახლი, მექსიკა

ძველ დროს გველის მსგავსი ჩიტები აცკეტების ერთ-ერთ მთავარ ღვთაებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ დიზაინერმა ჰარვერ სენოსიანმა თავის ფართომასშტაბიან მშენებლობას მის საპატივცემულო დაარქვა. 5 ათას კვ,მ-ზე მთებსა და ხეებს შორის 10 ულამაზესი სახლი არის აშენებული კონცეფციით „ორგანული არქიტექტურა“.

18.ჯადოსნური ბაღი, დუბაი

გასაოცარია, მაგრამ ყველაზე დიდი ყვავილები პარკი არა ნაყოფიერ ნიადაგზე, არამედ უდაბნოს ოაზისში მდებარეობს. ის აშშ-ს და ევროპის საუკეთესო დიზაინერებმა შექმნეს, სადაც გააშენეს მცენარეები, რომლებიც ემირატებში ადრე არასდროს ყოფილა. ყვავილების სიცოცხლეს მორწყვის არხი უზრუნველყოფს.

ამასთან, ეს რომანტიული ადგილი, და მისი გახსნაც კი სიყვარულის დღეს მოხდა.

„ხუთფერიანი მდინარე ჯაკუზი, მაკარენა, კოლუმბია

მდინარე კანო-კრისტალესი ბუნების ნამდვილი შედევრია. ის სხვადასხვა ფერის პალეტით არის ცნობილი, რომელიც სხვადასხვა სახეობის წყალმცენარეების წყალობით მიიღწევა, აქ ბუნებრივი ჯაკუზებია, რომლის სიღრმე 2-3 მ-ია.

ეროვნული ბიბლიოთეკა, ბრაზილია

პორტუგალიური სამეფო ბიბლიოთეკა რიო-დეჟანერიოში 1837 წელს დაარსდა. სამკითხველო დარბაზის ინტერიერი ნეო-მანეისტურ სტილშია გადაწყვეტილი, ხოლო წიგნების კოლექცია 3 სართულს აღწევს. სრული კოლექცია 400 ათასზე მეტ წიგნს ითვლის და ყოველდღიურად 6 ათასი ახალი გამოცემით ივსება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს