შეყვარებულს საჯაროდ ხელი ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე. ვერ ვხვდები, ურთიერთობა დასრულდა თუ არა

606

ბევრი ქალი საკურთხეველთან მისვლაზე ოცნებობს, თუმცა ყველა ამისთვის მზად არაა. თქვენ შეიძლება ვინმეს დიდხანს ხვდებოდეთ და მასში ერთადერთს ხედავდეთ, მაგრამ როცა ცალ მუხლზე იჩოქება და ნიშნობის ბეჭედს გაწვდით, შეიძლება ყოყმანით უპასუხოთ: „დაფიქრება მჭირდება“. ნიშნავს თუ არა დაოჯახებაზე უარი ურთიერთობის დასასრულს? Vivien ამის გარკვევას ერთი ისტორიის მაგალითზე ეცდება.

დაოჯახებაზე უარი – „მე და ნატო მე-11 კლასიდან ერთად ვართ. დედაქალაქის უნივერსიტეტში ერთად ჩავაბარეთ, რომ არ დავშორებულიყავით. ერთად დავასრულეთ: მან წარჩინებულად, მე საშუალოდ. ჩემგან დიდი ჰუმანიტარი არ გამოვიდა, ამიტომ მაშინვე თვითგანვითარებაზე მუშაობა დავიწყე და IT–ში გადავვარდი.საერთოდ, უნივერსიტეტის მიტოვება დიდი ხნის წინ შემეძლო, მაგრამ ნატოს დავპირდი, რომ დიპლომს ავიღებდი. ნებისმიერ ფასად სიტყვის შესრულებას მიჩვეული ვარ. უნივერსიტეტის წლებში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. მოგვიანებით, პატარა ბინა ვიქირავეთ და ერთად ცხოვრება დავიწყეთ.

თავიდან გაგვიჭირდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ამდენ წლიანი ურთიერთობის შემდეგ საყოფაცხოვრებო ხასიათის პრობლემები არ შეგვეხებოდა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. იყო კამათი და წყენა. ვთვლი, რომ ეს ნორმალურია. სირთულეების მიუხედავად ნატო მიყვარდა და მასთან ერთად დარჩენილი ცხოვრების გატარება მსურდა. ზოგჯერ ქორწილსა და ბავშვებზე ვოცნებობდი. საკუთარ თავს მზრუნველი ქმრის და მამის როლში ვხედავდი.ამავდროულად, დაოჯახებას 30 წლის ასაკში ვაპირებდი. ფეხზე მყარად დადგომა, სამსახურში ფეხის მოკიდება მსურდა, რომ არაფერი დამჭირვებოდა. ვაღიარებ, ნატოსთან ეს არასდროს განმიხილავს. ვფიქრობდი, რომ, ალბათ, ნატო ელოდება, როდის ვთხოვ ხელს. დედაც ზეწოლას ახდენდა: „გიორგი, სანამ დაღვინდები, დაბერებას მოვასწრებ! უკვე შვილიშვილები მსურს. მიეცი, უკვე ბეჭედი“.

დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დედა მართალი იყო. იმ დროს უკვე კარგ ფულს ვშოულობდი და ვაგროვებდი. ბეჭედზე ფული არ დამიზოგავს და დედასთან ერთად ულამაზესი ვარიანტი შევარჩიე. ნატო ვახშამზე რესტორანში დავპატიჟე: მაშინ ჩვენი ურთიერთობის იუბილე ახლოვდებოდა. ჩემი ნატო ისედაც ლამაზია, მაგრამ იმ საღამოს საკუთარ თავს აჯობა. მდიდრული კაბა, ვარცხნილობა და მაკიაჟი – თითქოს იცოდა, რომ ხელს ვთხოვდი!სინამდვილეში ასე არ ყოფილა. მთელი დარბაზის წინაშე ერთ მუხლზე დავიჩოქე და ნატოს ბეჭედი გავუწოდე. სახე მკვეთრად შეეცვალა. როგორც წესი, ფილმში ამ დროს ქალი ბედნიერებისგან ტირილს იწყებს და ბიჭს თანხმობის ნიშნად სიხარულით ეხვევა. აი, ჩემმა ნატომ უხერხულად გაიღიმა და მითხრა: „ძვირფასო, უნდა დავფიქრდე“.ამის წარმოდგენაც არ შემეძლო. როგორ მივიღო მისი უარი? მთელი საღამო ჩუმად ვიყავით. მეორე დღეს ვუთხარი, რომ დედაჩემის სანახავად მივდიოდი და სოფელში წავედი. სინამდვილეში, დაფიქრება მსურდა, როგორ მოვქცეულიყავი. მწვავე შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. აბა, რატომ მითხრა უარი?

დედა მეუბნება, რომ ნაჩქარევი დასკვნები არ გამოვიტანო, მაგრამ ვხედავ, რომ ნატოს მიმართ მისი ურთიერთობა მკვეთრად შეიცვალა. ახლა თავად არ სურს, რომ ჩემი შეყვარებული მისი რძალი გახდეს. ეს გულს მტკენს. უკვე რამდენიმე დღეა დედასთან ვარ, მაგრამ ნატოს არ დაურეკავს. არ მესმის, რა ხდება და რა გავაკეთე არასწორად!”

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – დაოჯახებაზე უარის თქმა ურთიერთობის დასასრულს არ ნიშნავს, უბრალოდ სიყვარული გაქრა. პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ ნატოს გიორგისთვის უარი არ უთქვამს, არამედ დასაფიქრებლად დრო ითხოვა. მეორეც, ცხადია, რომ გიორგიმ შეყვარებულს ცოლად გაყოლა დედის ზეწოლით სთხოვა. მარტივი დასკვნა: ნატოც მზად არ იყო ქორწინებისთვის, ისე როგორც ახალგაზრდა მამაკაცი.ორივე ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, სადაც საჭიროა ამოსუნთქვა და ერთმანეთთან საუბარი. გიორგი სოფელში დედასთან არ უნდა იყოს და ელოდოს, სანამ შეყვარებული დაურეკავს. დროა მოახლოებული კონფლიქტი მოაგვაროს, სანამ ტოტალური დუმილის ფაზაში გადავა. გვეთანხმებით? რას ურჩევდით ახალგაზრდებს?