საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ შაქარს თეთრ სიკვდილს უწოდებენ. ნამდვილად, პროდუქტი, რომელიც ჩვენს რაციონში მყარად დამკვიდრდა, არა მხოლოდ ჭარბი წონის, არამედ ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზია. რაციონიდან სიტკბოს მთლიანად ამოღება რთულია, ამიტომ Vivien გიამბობთ, რით ჩაანაცვლოთ შაქარი.როცა შაქარზე უარის თქმის სირთულეზე ვსაუბრობთ, ტკბილეულისკენ ლტოლვას არ ვგულისხმობთ. საუბარია მრავალ რეცეპტზე, პირველ რიგში, დესერტებზე, რომელიც შაქარს შეიცავს. ყველას არ სურს ცხოვრების მკვეთრად შეცვლა და მთლიანად ჯანსაღ კვებაზე გადასვლა. სწორედ ამიტომ, უნდა იცოდეთ, რით შეიძლება შაქრის ჩანაცვლება.
შაქრის ალტერნატივა რაციონში
- თაფლი. დავიწყოთ იმით, რომ თაფლი შაქარზე უფრო სასარგებლოა. ნატურალური პროდუქტი ბევრ ვიტამინს და სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს. შაქრის თაფლით ჩანაცვლებით მკვებავი პროდუქტების ყოველდღიურ ულუფას მიიღებთ. გარდა ამისა, თაფლს ჭრილობის შეხორცების, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტები აქვს.
- მიწავაშლის სიროფი. ოდესმე გაგისინჯავთ? დროა! მიწავაშლა ძირნაყოფია, რომელიც გემოთი ტკბილ კარტოფილს ჰგავს, გარეგნულად – კოჭას. ამ მცენარის ფესვის სიროფი შეიცავს ფრუქტანებს, რომლებიც ყველა პროდუქტში არ გვხდება. მიწავაშლის სიროფი მავნე შაქრის მოშორებაში დაგეხმარებათ, თან რაციონს სასარგებლო ნივთიერებებს შემატებს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ მიწავაშლის სიროფი შაქრიანი დიაბეტიკებისთვისაც ნებადართულია.
- სტევია. შაქრის ნაცვლად სტევიას გამოყენება ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კულინარიული გადაწყვეტილებაა! ამ პროდუქტში შედის ბევრი ამინომჟავა, მინერალური მარილი, ვიტამინი და სასარგებლო მიკროელემენტი. სტევია დაბალკალორიულია. დიეტის და შაქრიანი დიაბეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ. სახლის დესერტები ამ პროდუქტით უფრო გემრიელი გამოდის!
- აგავას სიროფი. აგავა შორეულ მექსიკაში იზრდება, მაგრამ სიროფის გემო და ფერი ნაცნობ თაფლს ჰგავს. ზოგჯერ აგავას სიროფი შეგიძლიათ ყავას ან ჩაის დაუმატოთ, მაგრამ ძალიან ცოტა. საქმე იმაშია, რომ პროდუქტი ბევრ ფრუქტოზას შეიცავს, რომელიც დიაბეტს იწვევს. აგავას სიროფზე უარი თქვით, თუ ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის პრობლემები გაწუხებთ.
- ნეკერჩხლის სიროფი. ხის წვენიდან ძალიან სასარგებლო პროდუქტი მიიღება. მასში დაახლოებით 3% შაქარი შედის, ამიტომ ნეკერჩხლის სიროფი კარგი დამატკბობელია. გემოთი კარამელს ჰგავს, ამიტომ ბლინის და ოლადის კარგი დანამატია. კანადაში პოპულარული პროდუქტი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, თუთიას, ფოსფორს, საქაროზას და B ჯგუფის ვიტამინებს.
- ხილი. თუ ტკბილი წახემსების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, ხილი საუკეთესო ალტერნატივაა. ტკბილი ნაყოფი ტკბილეულისკენ ლტოლვას ამცირებს, თან ორგანიზმს ვიტამინებით და სასარგებლო მიკროელემენტებით ამდიდრებს. ბევრი მწიფე ნაყოფის მიღება ფრუქტოზის შემცველობის გამო არასასურველია.
- ქოქოსის სიროფი ან შაქარი. კიდევ ერთი ნატურალური შაქრის შემცველი, მაგრამ ნაკლებად ტკბილი. ქოქოსის შაქარი (ან სიროფი) გლუკაგონის ჰორმონის გამომუშავებას ხელს უწყობს. თავის მხრივ, ჰორმონი გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს და ცხიმებს წვავს!
შაქარზე უარის თქმა ისეთი რთული არაა, როგორც ფიქრობთ. უკვე რამდენიმე კვირაში უშაქრო ჩაის და ყავას მიეჩვევით. ცოტა ხანში შაქრის დამატებას სასმელის შეურაცხყოფად მიიღებთ. შაქრის რაოდენობის შემცირებაც ორგანიზმზე სასარგებლოდ მოქმედებს. მიირთმევთ შაქარს?