5 უძველესი ფულის რიტუალი, რომელიც ხელფასის დღეს უნდა შეასრულოთ

1349

ჩემს ოჯახში ფულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არასდროს ყოფილა. შემოსავალს მხოლოდ საჭირო ან სასიამოვნო ნივთების გადახდის საშუალებად აღვიქვამდით. სწორედ ამიტომ, როცა დავინახე, როგორ აწყობს მეგობარი ფულს ზრდის მიხედვით, ძალიან გამიკვირდა. აღმოჩნდა, რომ სახლში ფულის მოსაზიდად გარკვეულ რიტუალს იცავს.ეჭვი არ მეპარება, რომ ეზოთერიკის მოყვარულებმა ფულის მიმართ ასეთი მიდგომის შესახებ იციან. არსი იმაშია, რომ შემოსავალს ისე უნდა მოიქცეთ, როგორც განსულიერებულ საგანს. Vivien გიამბობთ, რომელ რიტუალებს ასრულებს ბევრი შეძლებული ადამიანი.

  1. სახლში ფული რომ მოიზიდოთ, სხვისი ხელიდან არ აიღოთ – ეზოთერიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ნებისმიერი ნივთი, მათ შორის ფული ადამიანის ენერგიის გადამზიდია. დარწმუნებული ვერ იქნებით, თუ რა განწყობით და განზრახვით გაძლევთ ადამიანი ფულს. სწორედ ამიტომ, ხელიდან ხელში ფულის გადაცემა არასასურველია. სჯობს კონვერტში ჩადებული აიღოთ ან მაგიდაზე დადოთ.
  2. ხელფასს სახლში გამოძინება აცადეთ – სამწუხარო ამბავი მათთვის, ვინც ხელფასის დღეს შემოსავლის ნახევარს ხარჯავს. ასე მოგების გადინებას ხელს უწყობთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ხელფასი სახლში გამოაძინოთ. ასე დრო გექნებათ, რომ აუცილებელი საყიდლების სია შეადგინოთ, ხოლო ფული ახალ მფლობელს შეეუება.
  3. ფულს დათვლა უყვარს – ეს გარკვეულწილად მართალია. ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ რაც უფრო მეტს ეკონტაქტებით ფულს (გადათვლა, გადადება და საუბარიც), მით უფრო აქტიურად შემოვა თქვენს სახლში. პროცესი სასარგებლოა პრაქტიკული თვალსაზრისითაც. მუდმივი გადათვლით ზუსტად გეცოდინებათ, რამდენი გაქვთ და რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ.
  4. ქველმოქმედებით კარმა გაამდიდრეთ – თქვენ შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ კარმა ნამდვილად არსებობს. ძველად, ხელფასის მე-10 ნაწილს ეკლესიას ან ღარიბებს ტყუილად არ აძლევდნენ. ახლა ზუსტად მეათედის გაცემა აუცილებელი არაა. ქველმოქმედებაზე გაიღეთ იმდენი, რამდენიც არ გენანებათ. მთავარია, რომ წრფელი გულით გასცეთ.
  5. შეაგროვეთ და დახარჯეთ – ფულის მიმოქცევა არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკისთვის, არამედ თქვენი საფულისთვის სასარგებლოა. იტყვით, რომ ლოგიკური არაა? სინამდვილეში, ფულს არა მხოლოდ ანგარიში, არამედ ხარჯვა უყვარს. შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაშიც ახლობლები და საკუთარი თავი წვრილმანებით გაახარეთ, ვინაიდან ბედნიერ ადამიანთან ფული სიხარულით ბრუნდება.

მოქმედებს თუ არა რიტუალები, მხოლოდ პრაქტიკაში გამოცდით მიხვდებით. მთავარია, გწამდეთ. რას აკეთებთ სახლში ფულის მოსაზიდად? მიმართავთ ეზოთერიკას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.