„ოქროს მამალი ცალ ფეხზე დგას“: რისთვის არის ვარჯიში სასარგებლო

634

დედასთან სხვენში ქექვა მიყვარს. აქ, ნამდვილი საგანძური მხვდება. მაგალითად, ძველი კულინარიული წიგნი, ჩაის სერვიზი. ახლახანს იოგის ჟურნალი ვიპოვე. ყველაზე მეტად დავინტერესდი ვარჯიშით „ოქროს მამალი ცალ ფეხზე დგას“. იმავე დღეს გამოვცადე!ტრადიციული ჩინური მედიცინის ვარჯიში ყოველ დილით, თითოეულ ფეხზე 3 წუთით უნდა შეასრულოთ. Vivien გიამბობთ, რა სარგებელი აქვს ვარჯიშს და როგორ დადგეთ სწორად „ოქროს მამლის“ პოზაში.

როგორ შევასრულოთ ვარჯიში „ოქროს მამალი ცალ ფეხზე დგას“?

  1. სწორად დადექით, ხელები ქვემოთ დაუშვით.
  2. თვალები დახუჭეთ და მოდუნდით.
  3. ერთი ფეხი მუხლში მოხარეთ. მეორე ფეხის პარალელურად რაც შეიძლება მაღლა ასწიეთ.
  4. ამ პოზაში მინიმუმ 3 წუთით გაჩერდით. რაც უფრო მეტხანს, მით უკეთესი. ღრმად და თანაბრად ისუნთქეთ. თვალები არ გაახილოთ და ხელებით წონასწორობის დაცვა არ სცადოთ. დროთა განმავლობაში ვარჯიშის გაკეთება გაგიადვილდებათ.

რატომ არის ბალანსის ვარჯიში „ოქროს მამალი“ ასეთი პოპულარული? – ეს ვარჯიში აღმოსავლეთში ფასობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის გამო. აი, რამდენიმე მიზეზი, რატომ უნდა გააკეთოთ ვარჯიში „ოქროს მამალი“ ყოველ დილით:

  • ვესტიბულურ აპარატს ავარჯიშებს;
  • ვარიკოზული ვენების პროფილაქტიკას ხელს უწყობს;
  • ტვინის ტრავმული დაზიანების სიმპტომებს, მაგალითად, შაკიკს და თავბრუსხვევას აქრობს;
  • ოსტეოქონდროზის, სქოლიოზის, ხერხემლის თიაქრის და ზურგის სხვა დაავადებების ნიშნების პრევენციას ახდენს;
  • ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას აწესრიგებს;
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკას ხელს უწყობს;
  • ორგანიზმს ადუნებს, სტრესს ხსნის;
  • კონცენტრაციას ავითარებს და მეხსიერებას აუმჯობესებს;
  • იმუნიტეტს და ორგანიზმის ამტანობას აძლიერებს;

რას ფიქრობთ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაზე? ნაცნობი პრაქტიკაა? გაგვიზიარეთ გამოცდილება და თქვენი მოსაზრება.