ექსპერიმენტი: ვაცხობ მაკდონალდსის ცნობილ ალუბლის ღვეზელს სახლში

627

თუ გარკვეული მიზეზით სწრაფი კვების ქსელში, „მაკდონალდსში“  წასვლას ვერ ახერხებთ, მაგრამ მაკფლურრის ან საოცარი ღვეზელის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, Vivien გთავაზობთ, მათი მომზადება სახლში სცადოთ. გიზიარებთ ღვეზელის ალუბლის შიგთავსის რეცეპტს, რომელიც საფირმოს არაფრით ჩამოუვარდება.

ცომის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა (160 გ) ფქვილი
  • 100 გ ცივი კარაქი
  • 50 მლ ცივი წყალი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ რძე
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა გაყინული ალუბალი
  • 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 2 ს/კ წყალი

მომზადების წესი:

  1. გაცრილი ფქვილი, შაქარი და მარილი აურიეთ.
  2. მაცივრიდან გამოღებული ცივი კარაქი ნაჭრებად დაჭერით და ფქვილს აურიეთ.
  3. ყინულივით ცივი წყალი დაასხით და მკვრივი ცომი მოზილეთ.
  4. ცომი პარკში გაახვიეთ და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.
  5. ამ დროში ალუბალი პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  6. ალუბალი, შაქრის ფხვნილი და სახამებელი აურიეთ. წყალი დაუმატეთ, აურიეთ და საშუალო ცეცხლზე დადეთ.
  7. ნარევი გასქელებამდე მიიყვანეთ. დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.
  8. შიგთავსის გაგრილებას დაელოდეთ, რომ ღვეზელის გაკეთება დაიწყოთ.
  9. ფრიტიური დროულად გააცხელეთ.
  10. ცომი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. მრგვალი კუთხეები მოაჭერით, რომ მართკუთხა ნაჭერი დაგრჩეთ. ვიწრო მართკუთხედებად დაყავით.
  11. რძისა და კვერცხის ნარევი მოამზადეთ, რომ ღვეზელის კიდეებს წაუსვათ.
  12. კვერცხი–რძის ნარევში ფუნჯი დაასველეთ და ცომის ზოლებს კიდეებში წაუსვით.
  13. თითოეული ზოლის ნახევარს 1 ჩ/კ შიგთავსი დაუმატეთ. მეორე ნახევარი დააფარეთ და ჩანგლით კიდეები შეაერთეთ.
  14. მზა ღვეზელი ცხელ ზეთში ჩაუშვით. დაახლოებით 2-3 წუთით შეწვით. ახლა ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.
  15. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს