როგორ მოვამზადოთ ლულა ქაბაბი სახლში? აღმოჩნდა, რომ კერძის მომზადება საკმაოდ მარტივია და განსაკუთრებულ ხარჯს არ მოითხოვს. გემრიელი ქაბაბი ტაფაზე შეგიძლიათ შეწვათ. სუშის ჩხირები დაგჭირდებათ. რატომ? Vivien გირჩევთ, ლულა ქაბაბის მომზადების რეცეპტი შეინახოთ.ტრადიციულად, ლულა ქაბაბი მზადდება ცხვრის ხორცით და დუმის სალას დამატებით, შემდეგ ნახშირზე იწვება. სტანდარტული რეცეპტის გამარტივებულ ვარიანტს გთავაზობთ, რომ სახლში ჩვეულებრივ ტაფაზე უპრობლემოდ შეწვათ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ინდაურის ფილე
- 250 გ სალა
- მწვანე ხახვი
- ძირა
- მარილი
- წიწაკა
- ქინძი
- სტეიკის სანელებლები
მომზადების წესი:
- ინდაურის ფილე და სალა პატარა ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ყველა მშრალი სანელებელი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი და ძირა დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
- შამფურის ნაცვლად სუშის ჩხირები შეგიძლიათ გამოიყენოთ. უკეთესია ხის ჩხირები, რომელიც სახლში გამოძახებული სუშის შემდეგ დაგრჩათ.
- სანამ ფარშს ჩხირებს წამოაცვამთ, ხელი ცივი წყლით დაისველეთ. ასე ფარში ხელზე არ აგეკვრებათ და ჩხირზე ქაბაბის მიკვრის ამოცანა გამარტივდება.
- ქაბაბი წინასწარ გაცხელებულ მცენარეულ ზეთში უნდა შეწვათ. ზეთი არ დაგენანოთ, რომ ქაბაბი ჩხირებზე მასში მთლიანად ჩაიძიროს. ქაბაბის ფერს ყურადღება მიაქციეთ. როგორც კი, ხორცი ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, ცეცხლიდან გადმოდგით.
- ესეც ასე. წვნიანი და არომატული ქაბაბი მზადაა. როგორც ხედავთ, ბევრი დრო და საშუალება არ დაგჭირდათ. ქაბაბს ნებისმიერი გარნირი უხდება. სოუსი არ დაგავიწყდეთ. უდავოდ, ტრაპეზის სასიამოვნო დანამატი გახდება.
თუ რეცეპტით ნამდვილად დაინტერესდით და ლულა ქაბაბის მომზადება გსურთ, კიდევ რამდენიმე მომენტს გიზიარებთ. ნებისმიერი ხორცი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ინდაური, ქათამი, ღორი თუ ცხვარი. თქვენი გემოვნებით იხელმძღვანელეთ.შეგვიძლია თუ არა საერთოდ არ გამოვიყენოთ სალა ან ნებისმიერი სხვა ცხიმი ქაბაბისთვის? შეგიძლიათ, მაგრამ ასე კერძი შეიძლება მშრალი გამოვიდეს. ქაბაბში კვერცხის დამატებას არ გირჩევთ. ეს ხომ კატლეტის ფარში არაა. ასეთი ლულა ქაბაბი საკმაოდ თავისებურია, მაგრამ მაინც.
ლულა ქაბაბს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი სანელებელი, რომელიც მოგწონთ. მოგწონთ პაპრიკა? თქვენი ნებაა, დაუმატეთ. არ მოგწონთ ქინძი? სხვა სანელებლით თამამად ჩაანაცვლეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ლულა ქაბაბი ჩხირებზე თანაბრად შეიწვას. ამისთვის დროდადრო ქაბაბი გადააბრუნეთ.