მაისის კიტრი მომინდა, გამოცდილმა მეაგარაკემ თესლი მომიტანა და მთვარის კალენდრით დათესვას ვიწყებ

1178

როგორ მივიღოთ კიტრის მდიდარი მოსავალი მაისის შუა რიცხვებში? ვიღაც იტყვის: ფანტასტიკაა! სინამდვილეში, გამოცდილება, ცოდნა და ზუსტი გათვლაა. Vivien გიზიარებთ გამოცდილი მებოსტნის დეტალურ ინსტრუქციას. ჰიბრიდის არჩევა, დათესვის დრო და მოყვანის თავისებურებები მათთვის, ვისაც ხრაშუნა კიტრის ნაადრევი მოსავლის მიღება სურს.

კიტრის მდიდარი მოსავალი

ჰიბრიდის არჩევა – მრავალ ჯიშებს შორის შესაფერისის არჩევა ისეთი მარტივი ამოცანაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მთელი რიგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ, როგორიცაა მაისში მზიანი დღის რაოდენობა, ნერგის სახლში გაზრდის შესაძლებლობა და ბევრი სხვა. ნებისმიერ შემთხვევაში ნაადრევი და თვითდამტვერავი ჰიბრიდი უნდა იყოს. მაგალითად, „აპრილის F1”, „ზოზულია F1” ან „შოშა F1”, რომლებიც 38-ე დღეზე მოსავალს იძლევიან. გახსოვდეთ, რომ ნაადრევი სახეობა დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარეა. თვითდამტვერავი ჯიშები ტრადიციულ კიტრს გემოს თვისებებით ცოტათი ჩამორჩება.

დათესვის დრო – ჰიბრიდის არჩევის შემდეგ დათესვის დრო უნდა განსაზღვროთ. როგორც წესი, აღმონაცენი მე-5-7 დღეს ჩნდება. სწორედ ამიტომ, დამწიფების პერიოდს 5 დღე დაუმატეთ. ჰიბრიდისთვის „ზოზულია F1” დამწიფების პერიოდი 45 დღეა. გამოდის, რომ პირველი მოსავლის აღების სასურველ თარიღამდე 50 დღით ადრე უნდა დათესოთ. კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ. დათესვის ოპტიმალური დრო: მარტის ბოლო ან აპრილის დასაწყისი. ის, ვინც კიტრს აპრილის პირველ რიცხვებში დათესავს, მოსავალს უკვე 20-25 მაისს აიღებს.

ნერგის გაზრდა – პირველ რიგში, თესლი 200 მლ მოცულობის პლასტმასის ჭიქაში დათესეთ. ნერგი რომ არ ამოიწვეროს, ფიტონათურის ქვეშ მოათავსეთ. პირველი ნამდვილი ფოთოლის გამოჩენის შემდეგ უფრო ფართო ჭურჭელში გადაიტანეთ. დაახლოებით 500 მლ მოცულობის ჭურჭელი უნდა იყოს. სასურველია, რომ გამჭვირვალე ჭურჭელი გამოიყენოთ. ასე ფესვების სისტემის განვითარებას დააკვირდებით. როგორც კი, მიწის გუნდიდან ფესვები გამოჩნდება, კიტრი კვლავ გადარგეთ. ამჯერად, მიწით სავსე პლასტმასის პარკში. თავის მხრივ, ის შეგიძლიათ 5 ლიტრიან ბოთლში (ზედა ნაწილი მოაჭერით) ჩადოთ. როცა სათბურში გადარგვის დრო მოვა, პარკის ძირი ფრთხილად გაჭერით და სახელურებით ორმოში ჩაუშვით. ძალიან მოსახერხებელია. ბოთლი განმეორებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფესვების სისტემა არ დაზიანდება და პარკშიც უფრო სწრაფად გათბება.

რედაქციის რჩევა – სანამ კიტრი სახლში იზრდება, კომფორტული რაოდენობის სინათლით უზრუნველყავით. იდეალურია, თუ დღეში მინიმუმ 14 საათი სინათლის ქვეშ იქნება. სათბურში გადარგვამდე ახალ პირობებს უნდა მიაჩვიოთ. ამისთვის, სათბურში ყოველდღე ცოტა ხნით გაიტანეთ. თავიდან 1 საათით, შემდეგ 2-3 საათით, ბოლოს მთელი ღამით დატოვეთ.როგორც ხედავთ, მაისში კიტრის მდიდარი მოსავლის მიღება რეალურია. მთავარია, რომ სწორი ჰიბრიდი შეარჩიოთ, დარგვის თარიღი განსაზღვროთ და ნერგებზე სწორად იზრუნოთ. წარმატებულ ექსპერიმენტს და უხვ მოსავალს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს