ინდოეთში ბანანის ჩაის საუკუნეების განმავლობაში ამზადებენ. ცხელი სასმელი განსაკუთრებით პოპულარულია მათ შორის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ასეთ ჩაის ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.მთავარია, ბანანით საინტერესო სასმელი სწორად მოამზადოთ. ამისთვის არა ნაყოფი, არამედ მთელი ხილი (ქერქიანად) უნდა მოხარშოთ. ასე უჩვეულოდ გემრიელ ჩაის მიიღებთ, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს.
ბანანის ჩაი და მისი სასარგებლო თვისებები – ბანანი, რომელიც ინდური სასმელის მთავარი ინგრედიენტია, კალიუმს შეიცავს. კალიუმი გულის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. ბანანის ჩაი არტერიულ წნევას ამცირებს. სასმელი უძილობას ებრძვის. მასში შემავალი ტრიპტოფანი და სეროტონინი დაძინების პროცესს აჩქარებს.ბანანის ჩაი სტრესის და შფოთვის დონეს ამცირებს. ცხელი სასმელი ნერვულ სისტემაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ჩვეული გვირილას ჩაის ნაცვლად ხშირად სვამენ. უჩვეულო გემო და უფრო გამოკვეთილი ეფექტი აქვს.
ინგრედიენტები:
- 1 ბანანი
- 500 მლ წყალი
- თაფლი გემოვნებით
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- წყალი ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- ბანანი გარეცხეთ. ორივე მხრიდან ბოლოები მოაჭერით. ქერქი არ მოაშოროთ.
- ბანანი ცხელ წყალში მოათავსეთ და 10 წუთით ხარშეთ.
- თაფლი და დარიჩინი დაუმატეთ. კიდევ 5 წუთით ხარშეთ.
- ბანანი ამოიღეთ. ჩაი გაწურეთ და ფინჯანში ჩაასხით.
ასეთი სასმელი დაბალკალორიულია და წონის კლებას ხელს უწყობს. საქმე იმაშია, რომ ხილი უჯრედისს შეიცავს. ის კუჭს ავსებს, დანაყრების შეგრძნებას ქმნის, რაც მადის კონტროლში გვეხმარება. სასმელი ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს. თამამად შეგიძლიათ მიირთვათ, თუ კვებას ყურადღებას აქცევთ. თუ ფორმებს უფრთხილდებით, ბანანის ჩაი იდეალური ვარიანტია.