3 ხალხური სასმელი, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს და სურდოსგან გვიცავს

382

ხალხური საშუალებები უსაფრთხო მეთოდია, რომ იმუნიტეტი გააძლიეროთ და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ. თუ ორგანიზმი ყველა აუცილებელ ნივთიერებას დროულად მიიღებს, ყველა ორგანო გამართულად იმუშავებს და დაავადებები სუსტ ადგილს ვერ იპოვის. Vivien გთავაზობთ 3 ხალხურ სასმელს, რომელთა დახმარებით იმუნიტეტის გაძლიერებას შეძლებთ.

  1. იმუნიტეტის გამაძლიერებელი სასმელი. 1 ჭიქა თბილ წყალს 1 ლიმონის ნაჭრის წვენი დაუმატეთ და ყოველდღე დალიეთ. ეს საკმარისია, რომ ორგანიზმის ტონუსი გაზარდოთ. ლიმონში შემავალი ლიმონის და ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) ვირუსებს ებრძვის და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. სისხლძარღვები მოქნილი ხდება. ჰიპერტონიკებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
  2. ხველის საწინააღმდეგო სასმელი. თუ ამოსოვის პასტის მომზადება გეზარებათ, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ნარევია ორგანიზმის გასაძლიერებლად, გამარტივებულ ვარიანტს გთავაზობთ. 1 ლიმონი ქერქიანად დააბლენდერეთ და 150 გ თაფლი დაუმატეთ. ყოველდღე რამდენიმე კოვზი ნარევი მიირთვით. ნერწყვი გათხელდება და ფილტვებიდან გამოვა. ბრონქიტის დროს სასარგებლოა.
  3. მატონიზირებელი სასმელი. სასმელი ლიმონით და კოჭით იმუნიტეტს აძლიერებს, ზედმეტ სითხეს გამოდევნის და მხნეობას ზრდის. 2 ლიმონი და 200 გრ კოჭა დააბლენდერეთ, 250 გ თაფლი დაუმატეთ. მიღებული ფაფა თბილ წყალში გააზავეთ და დღეში ერთხელ დალიეთ.

ხალხური რეცეპტები უსაფრთხოა და სარგებელს მოგიტანთ, თუ, რა თქმა უნდა, ციტრუსზე ან თაფლზე ალერგია არ გაქვთ, ასევე კუჭის გაზრდილი მჟავიანობა, გასტრიტი ან წყლული არ გაწუხებთ. ამ შემთხვევაში იმუნიტეტის გასაზრდელად სხვა საშუალებები უნდა გამოიყენოთ.