ყელის მკურნალობა დაავადების პირველი ნიშნების აღმოჩენისთანავე უნდა დაიწყოთ, მხოლოდ ასე შეძლებთ მავნე ბაქტერიების გამრავლებას ხელი შეუშალოთ. რა თქმა უნდა, ეს ექიმთან ვიზიტს და მათ მიერ გამოწერილ მედიკამენტებს არ გამორიცხავს.
ეფექტის გასაძლიერებლად, რეკომენდებულია სახლის პირობებში მომზადებული რეცეპტებით მკურნალობა. ისინი ადგილობრივ ტკივილს აყუჩებენ და კომპლექსური თერაპიის შესანიშნავ დანამატს წარმოადგენს.
ამისთვის თქვენ ჭარხალი დაგჭირდებათ. ეს გასაოცარი ბოსტნეულია, რომელიც ადვილად უმკლავდება ყელის ტკივილის და არა მხოლოდ!
ჭარხლის გამოყენება ანგინის დროს
რა თვისებებს ფლობს ჭარხალი:
- ანთებას ამცირებს და ყელის შეშუპებას ხსნის;
- შესამჩნევი ანტიმიკრობული მოქმედება აქვს;
- მტკივნეულ სინდრომს აქრობს;
- ადგილობრივ იმუნიტეტს აძლიერებს;
- კაპილარების ელასტიურობას ზრდის და სისხლის მიმოქცევა ნორმაში მოჰყავს;
- საცობებს არბილებს და ჩირქოვან ნადებს აქრობს;
სამკურნალოდ ახალ დაწურული ჭარხლის წვენს იყენებენ. მისი მიღება წვენსაწურის, ბლენდერის ან სახეხის მეშვეობით შეიძლება და შედეგი არ დააყოვნებს.
რეცეპტები
1.მოქმედი რეცეპტი ყელის ტკივილის დროს. 200 მლ ჭარხლის წვენი 1 ს/კ ვაშლის ძმარს აურიეთ. მიღებული „კოქტეილი“ წყლის ორთქლზე გააცხელეთ ან მიკროტალღურ ღუმელში 30-35 გრადუსზე. დღის განმავლობაში ყელი 6-7-ჯერ გამოივლეთ. კურსი სრულ გამოჯანმრთელებამდე გააგრძელეთ.
2.ჩირქოვანი ანგინის დროს ყელში ჭარხლის და ხახვის წვენი გამოივლეთ. ჭარხლის წვენი წყალში თანაბარი პროპორციით გახსენით. 150 მლ ნარევს 1 ს/კ ხახვის წვენი დაუმატეთ. ყელი ყოველ 3 საათში ერთხელ გამოივლეთ.
3.ჭარხლის წვენი – საუკეთესო საშუალება სურდოს დროს! წვენი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ, ცოტა თაფლი დაუმატეთ. ცხვირში 4-4 წვეთი, დღეში 4-ჯერ, მაქსიმუმ 5 დღე ჩაიწვეთეთ.
4.ეს ნარევი ვირუსული ანგინის დროს გამოიყენება. 100 მლ ჭარხლის წვენი, 100 მლ წყალი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი ერთმანეთს აურიეთ. ასეთი ნარევით ყელი დღეში 5-6-ჯერ გამოივლეთ.
5.ქრონიკული ანგინის დროს რეკომენდებულია ჭარხლის ნაყენის დალევა. 1 კგ გარეცხილი და კანგაუცლელი ფესვებიანი ჭარხალი 2 ლ წყალში მოხარშეთ. როცა ჭარხალი რბილი გახდება, ნაყენი ცალკე ჭურჭელში გადაასხით. მიიღეთ ნაყინი დღეში 3-ჯერ 50 მლ, ასევე ყელშიც გამოივლეთ. საშუალება მაცივარში შეინახეთ, გამოყენების წინ კი აუცილებლად გააცხელეთ!
ჭარხლის საშუალებით ყელის გამოვლება ყველასთვის ნებადართულია, კონკრეტული კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანების გარდა. ხოლო ნაყენის ან წვენის დალევის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც გასტრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, დიაბეტი და ოსტეოპოროზი აწუხებთ!
არ იზარმაცოთ, სცადეთ და ჯანმრთელები იყავით!