4 მეთოდი ზარმაცებისთვის, როგორ ებრძოლოთ მტვერს სახლში

784

მთელ ბინაში ავეჯზე დაფენილი მტვერი პრობლემაა, რომელსაც ბევრი დიასახლისი ებრძვის. ამას ვერ გაექცევით, განსაკუთრებით თბილ ამინდში, როცა ფანჯრები ღიაა. ამ დროს მტვერი სახლში დაუბრკოლებლად შემოდის. მტვრის მოშორებაზე ბევრ დროს ვხარჯავთ. Vivien გასწავლით, როგორ ებრძოლოთ მტვერს სწრაფად. ამ ეფექტური მეთოდების გამოყენებით დროს კარგად დაზოგავთ. რაც მთავარია, სპეციალური საშუალებების შეძენა არ მოგიწევთ. მტვრის მოშორება ხელმისაწვდომი საშუალებებითაც შეიძლება.

მარტივი მეთოდები მტვერთან საბრძოლველად

  • წინდა – ცოტამ თუ იცის, რომ სახლის დასალაგებლად ჩვრის გამოყენება აუცილებელი არაა. ამ მიზნით უბრალო წინდაც გამოგადგებათ. დიახ, მართალია! ხელზე ჩამოცმული სქელი წინდა რთულად მისაწვდომ ადგილებშიც მტვერს აშორებს.
  • ტანსაცმლის საწმენდი გორგოლაჭი – მათ, ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, ტანსაცმლის საწმენდი გორგოლაჭის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. სწორედ ეს ნივთი გვეხმარება, როცა კატის ან ძაღლის ბეწვი სწრაფად შევაგროვოთ. ბევრმა არ იცის, რომ ასეთი გორგოლაჭი მტვერთან ბრძოლაში გვეხმარება. მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დამცავი ფენა მოხსენით და რბილ ავეჯზე გადაატარეთ. ასე მტვერს მოიშორებთ.
  • თეთრეულის კონდიციონერი – ეს საშუალება არა მხოლოდ ტანსაცმლის რეცხვის დროს, არამედ დალექილი მტვრის მოშორებაში დაგეხმარებათ. თეთრეულის კონდიციონერი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ავეჯს ბზინვარებას აიძულებს. ასეთი მეთოდით დალაგება დიდ დროს არ წაგართმევთ. ცოტა კონდიციონერი ჩვარს დააწვეთეთ და მტვრიანი ადგილები გადაწმინდეთ. შედეგად, მტვრის კვალიც გაქრება.
  • სველი სალფეთქი – ალბათ, უმარტივესი და ხელმისაწვდომი მეთოდი მტვერთან საბრძოლველად. მხოლოდ შეფუთვა სველი სალფეთქი გჭირდებათ. მისი დახმარებით სახლს წამებში მოაწესრიგებთ. თან გამოყენებისთანავე სალფეთქი უნდა გადააგდოთ. გამოდის, არაფრის გარეცხვა საჭირო არაა.

ასეთი ეფექტური მეთოდებით დროს დაზოგავთ და სახლში მტვერს გააქრობთ. ერთ–ერთი მათგანის გამოყენების შემდეგ მიხვდებით, რომ სახლის დალაგება მტანჯველი და ხანგრძლივი პროცესი არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს