ყველიერის კვირა ახლოვდება. უკვე ბლინების უჩვეულო რეცეპტებს ვათვალიერებ. ოჯახის წევრების გაოცება მსურს. გუშინ ბოშა ქალის რეცეპტით გოგრის ბლინები გავაკეთე. ძალიან ნაზი, არომატული და ტკბილი გამოდის. ღია ნარინჯისფერი განწყობას მაშინვე აგიმაღლებთ.გოგრით ბლინის ცომი ჩვეული მეთოდით მზადდება. მთავარი ინგრედიენტი შეიძლება იყოს რძე, კეფირი ან წყალი. ამჯერად რძესა და ცხელ წყალზე მოვამზადებთ. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გემრიელი ბლინები გოგრით ბოშა ქალის რეცეპტით. მარტივად მზადდება და სწრაფად იჭმევა!
გოგრის ბლინები
ინგრედიენტები:
- 200 მლ რძე
- 4 კვერცხი
- 150 მლ ცხელი წყალი
- 2 ს/კ შაქარი
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
- 250 გ ფქვილი
- 60 გ კარაქი წასასმელად
- 150 გ გოგრა
- 0,5 ჩ/კ სოდა
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- ღრმა თასში ფქვილი ჩაყარეთ. კვერცხი, შაქარი, სოდა და მარილი დაუმატეთ და აურიეთ.
- რძე ჩაასხით და კვლავ აურიეთ.
- გოგრა წვრილ სახეხზე გახეხეთ. ცომს დაუმატეთ და სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. წვრილ–წვრილად ცხელი წყალი ჩაასხით და კვლავ აურიეთ. ცომი ნახევარი საათით გააჩერეთ.
- ცომს მცენარეული ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
- ბლინები ტაფაზე გაცხელებულ მზესუმზირას ზეთში ორივე მხრიდან შეწვით. სანამ ცომს ტაფაზე დაასხამთ, აურიეთ. თითოეულ ბლინს კარაქი წაუსვით.
- ესეც ასე, გოგრის ბლინები მზადაა. გემრიელად მიირთვით!
გოგრის ბლინები არა მხოლოდ უფროსებს, არამედ პატარებსაც მოსწონთ. სუფრაზე შესქელებულ რძესთან, არაჟანთან ან ჯემთან ერთად გაიტანეთ. ყველაზე პატარებისთვის ხაჭო, ხილის პიურე ან კეფირი საუკეთესო ვარიანტია.არ ინერვიულოთ, გოგრა კარგად გამოცხვება, რადგან წვრილად გახეხილია. შეუდარებელი რეცეპტია და გირჩევთ, გამოცადოთ.