რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს დაკონსერვებულ ხორცს მყარ ოჯახთან? აღმოჩნდა, რომ ძალიან ვიწრო! ამის შესახებ კარგად იცის ნესტანმა, რომელმაც შვილიშვილს მემკვიდრეობით გადასცა არა მხოლოდ უნიკალური კულინარიული წიგნი, არამედ საიდუმლო გზავნილი. წაიკითხეთ, რაზეა საუბარი და როგორ დაეხმარა დღევანდელი ისტორიის გმირს.
დაკონსერვებული ხორცი – „ბებია კონსერვაციით გატაცებული იყო. სეზონზე კიტრის, პომიდვრის და ვაშლის კონსერვს ხუფავდა. ბაბუა საფეთქელთან თითს ატრიალებდა და იცინოდა, მაგრამ მის რეცეპტებს დღემდე ვინახავ.ბებია კულინარიულ რეცეპტებს ძველ რვეულში ინახავდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. მაშინ პატარა ვიყავი და რვეულთან ახლოს არ მიშვებდა. ეშინოდა, რომ გავაფუჭებდი. რაც უფრო ვიზრდებოდი, უფრო ხშირად მეუბნებოდა: „არ ვიქნები და ამ საგანძურის მფლობელი შენ გახდები. არ ინანებ!“ჩუმად ვეთანხმებოდი, თუმცა მაშინ კერძების მომზადებას ვერ ვიტანდი. 18 წლის ვიყავი, როცა ბებია გარდაიცვალა. მის ნივთებს შორის კულინარიული რეცეპტების რვეულიც ვიპოვე და წამოვიღე. მართალია, ამ რეცეპტებით კერძების მომზადება არ მიცდია.5 წლის შემდეგ სამასხოვრო ნივთების ყუთში მისი რვეული ისევ შემხვდა. ბებია ძალიან მენატრებოდა, ამიტომ ჩანაწერებს გადავხედე. შუა რვეულში შემხვდა გვერდი წარწერით „დაკონსერვებული ხორცი: საიდუმლო რეცეპტი“.“
ბებიას შეტყობინება – „სიტყვა „საიდუმლომ“ დამაინტრიგა, ამიტომ რეცეპტის დეტალურად შესწავლა გადავწყვიტე. მომზადების ეტაპები რთული არ ჩანდა, ამიტომ არ მესმოდა, რა იყო ამ ხორცში განსაკუთრებული. რეცეპტის ბოლოს ბებიას წერილი დამხვდა:„ეს რეცეპტი დედისგან მივიღე. მან მისი დედისგან. ოდესღაც ამ რეცეპტის დახმარებით ჩემი მომავალი ქმრის გული მოვიგე. ჩემი 20 წლის იუბილე მეგობრებთან ერთად სახლში აღვნიშნე. ყველა კერძი თავად მოვამზადე და მეგობრები მაქებდნენ. მრავალფეროვანი სუფრის მიუხედავად თავში დაკონსერვებული ხორცი აღმოჩნდა. ხორცი პირველად კახამ გასინჯა. მის აღფრთოვანებულ თვალებს ვერასდროს დავივიწყებ. ტყუილად არ ამბობენ, რომ კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადისო“ – წერდა ბებო გაკრული ხელით.ბოლოს დაამატა, რომ ამ რეცეპტის ჯადოსნური ძალის სჯეროდა. ბებია თვლიდა, რომ ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც ამ ტექნოლოგიით დამარინადებულ ხორცს გასინჯავს, შეუყვარდება ქალი, რომელმაც ის მოამზადა.“
რეცეპტის შემოწმება – „ბებიას ისტორიამ გამაოცა. დედას ვკითხე, ამის შესახებ ხომ არ იცოდა რამე. მისმა პასუხმა უფრო გამაოგნა.: „არ დამიჯერებ, მაგრამ სიმართლეა. ურთიერთობის დასაწყისში მამაშენსაც დედის რეცეპტით მომზადებული დაკონსერვებული ხორცი გავასინჯე. ყველა ლუკმის ჭამისას დნებოდა! 1 თვეში ხელი მთხოვა!“ამან საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ბებიას დაკონსერვებული ხორცი აუცილებლად უნდა მოვამზადო. ზუსტად ახლა ერთი ახალგაზრდა შერჩეული მყავს, თუ იცით, რას ვგულისხმობ. იქნებ ნამდვილად მუშაობს? ბებიას რეცეპტს გიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგი არ იქნება“.
დაკონსერვებული ხორცი საიდუმლო რეცეპტით – ამ რეცეპტის პროპორციები 10 ნახევარ ლიტრიან ქილაზეა გათვლილი.
ინგრედიენტები:
- 2,3 კგ ძროხის ან ღორის ხორცი
- 1 კგ ხახვი
- 800 გ სტაფილო
- 300 გ ოხრახუში
- 20 მლ მცენარეული ზეთი
- 135 გ შაქარი
- 55 გ მარილი
- 520 მლ ძმარი
- 390 მლ წყალი
- 15-20 დაფნის ფოთოლი
მომზადების წესი:
- ხორცი თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით. თუჯის ქვაბში საკუთარ წვენში 40-50 წუთით თუშეთ. ხორცი მზად იქნება, როცა გაჭრისას ნაცრისფერ შეფერილობას მიიღებს.
- ქილები გაასტერილეთ და ძირში რამდენიმე გარეცხილი დაფნის ფოთოლი ჩააფინეთ. ხახვი 2-3 მმ სისქის რგოლებად დაჭერით. სტაფილო კუბებად დაჭერით. ოხრახუში დააქუცმაცეთ. ბოსტნეული მცენარეულ ზეთში შეწვით და ქილებში გადაანაწილეთ.
- ახლა ცხელი ხორცი ქილებში ჩააწყვეთ. წინასწარ თუშვის პროცესში წარმოქმნილი ბულიონი გადაასხით.
- ბულიონი გაფილტრეთ და მინანქრის ქვაბში ჩაასხით. წყალი, შაქარი და მარილი დაუმატეთ. 2-3 წუთით ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და ძმარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- მზა მარინადი ქილებში ჩაასხით. მინიმუმ 70 გრადუსი ტემპერატურის უნდა იყოს. ქილები მოხუფეთ და შეინახეთ.
მოგიმზადებიათ ოდესმე დაკონსერვებული ხორცი? თუ კი, თქვენი საფირმო რეცეპტი გაგვიზიარეთ. თუ არა, ახლობლებისთვის ამ რეცეპტით გემრიელი კერძი მოამზადეთ.