მსუბუქი საგაზაფხულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: რას უნდა ელოდოთ მარტში

753

კალენდრით გაზაფხული ახლოვდება, მაგრამ მოიტანს ნანატრ განახლებას? ანჯელა პერლის 2022 წლის მარტის პროგნოზს უკვე ვსწავლობ. მისი რჩევები საქმის დაგეგმვასა და პრიორიტეტების სწორად დასახვაში მეხმარება. გაზაფხულის პირველი თვის მფარველი ვენერა და მარსია, ამიტომ ვარსკვლავები ბევრ სიყვარულს და რომანტიკულ თავგადასავლებს გვთავაზობენ. Vivien გიამბობთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ 2022 წლის გაზაფხულის პირველ თვეს. ყველაფერი სიყვარულის, კარიერის და ჯანმრთელობის შესახებ.

2022 წლის მარტის პროგნოზი

  • ვერძი.ვერძისთვის გაზაფხულის დასაწყისი შინაგან განცდებს უკავშირდება. საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრებამ და ბევრი რამის შეცვლის სურვილმა შეიძლება სულიერებით აავსოს. ბევრი ვერძი მედიტაციით ან იოგით დაკავდება. ბუნებაში სეირნობა სასარგებლოა. ახალ დონეზე გადასვლა, რაღაც ახლის დაგეგმვა ხელსაყრელია. წარსულიდან ხალხი ან ინფორმაცია შეიძლება გამოჩნდეს. მარტი ბევრ ვერძს მსუბუქად უკეთესობისკენ შეცვლის.
  • კურო.კუროსთვის ხელსაყრელი თვეა. განსაკუთრებით თვითდამტკიცების, თვითშეფასების, შემოქმედებითი მუშაობისთვის. თუ გუნდურად მუშაობთ, დროა მასში სიახლე და სიხარული შემოიტანოთ. ასე ცისარტყელას ახალი ფერებით ათამაშდება. ურთიერთობის წრეც შეიცვლება. ახალი ნაცნობები ან მეგობრები გამოჩნდება. ბევრი კურო დაფიქრდება, როგორ შეცვალოს დღის წესრიგი, რომ უკეთ ცხოვრება შეძლოს.
  • ტყუპები.მარტში შეიძლება მღელვარე რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ. სწავლის დასაწყებად ან პედაგოგობისთვის კარგი პერიოდია. სამსახურის ან ურთიერთობის გამო შეიძლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოთ. ახალი ენის და სხვა ქვეყნის კულტურის შესწავლა შეიძლება მოგინდეთ. თვის ბოლოს ორსულობის შესახებ ახალ ამბავს ელოდეთ.
  • კირჩხიბი.მარტში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელმა ყველა საქმე უნდა მოაწესრიგოს. ეს წარმატების მთავარი პირობაა. სანამ რამეს გააკეთებთ, ყველა დეტალი გათვალეთ და დაგეგმვა არ უგულებელყოთ. შუა თვეში სასიყვარულო სფეროში გაგიმართლებთ. თუ ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებით, მარტში, დიდი ალბათობით, ამ მიჯაჭვულობას მოიშორებთ.
  • ლომი.მარტში ლომი ფინანსებზე კონცენტრირებული იქნება. მემკვიდრეობის საკითხს მოაგვარებთ. ყველაფერი სასიკეთოდ მოგვარდება. შუა თვეში ემოციური ფონი არასტაბილური იქნება, განსაკუთრებით მეუღლესთან ან ბიზნეს პარტნიორთან ურთიერთობაში. თვის ბოლოს შეიძლება სამოგზაუროდ წახვიდეთ. მთლიანობაში, კარგი თვე გელით.
  • ქალწული.როგორც პირადი, ასევე პარტნიორული ურთიერთობის დასაწყებად კარგი თვეა. პირად ცხოვრებაში კომპრომისებზე დროულად უნდა წახვიდეთ და მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენი პოზიცია მკაფიოდ განსაზღვროთ. ურთიერთობის წრე შეიცვლება, სამსახურში კლიენტების ნაკადი გაიზრდება. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!
  • სასწორი.2 მარტის ახალი მთვარე სასწორს სამუშაოს და დღის წესრიგის ცვლილებებს მოუტანს. დიდი ალბათობით, უფრო პერსპექტიულ სამსახურს იპოვით. რაღაც ძველს დაასრულებთ, რაც ნათელ მომავალს კარს გაუღებს. თუ ბავშვის ყოლას დიდი ხანია გეგმავთ, დიდი ალბათობით, ბედნიერება ახლოსაა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დრომოჭმული ურთიერთობაც კარგად დასრულდება, ყოველგვარი სკანდალის და პრეტენზიების გარეშე.
  • მორიელი.„ბევრი ნაცნობობა და ურთიერთობა გელოდებათ, თუ ამისთვის მზად ხართ!“ – ამბობს ანჯელა პერლი. თუ ბავშვის ყოლას გეგმავთ, ყველაზე ხელსაყრელი თვეა. თუ უკვე ზრდასრული შვილები გყავთ, ისინი სიახლით გაგახარებენ. შემოქმედებასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. შეიძლება ახალი ბიზნესი დაიწყოთ. უკვე არსებული ბიზნესის გასაფართოებლად და გასავითარებლად კარგი დროა. ხანმოკლე მოგზაურობა მოსალოდნელია.
  • მშვილდოსანი.კარგი დროა ადგილის შესაცვლელად, უძრავი ქონების გასაყიდად ან რემონტის დასაწყებად. ბევრი მშვილდოსანი სახლში მუშაობას დაიწყებს. შეიძლება ოჯახის წევრების რაოდენობა გაიზარდოს. სამსახურის, ბიზნესის, საცხოვრებლის ან ოჯახის გაფართოებას ელოდეთ. სამსახურში ახალი კონტრაქტები ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მოსალოდნელია ახალი ამბავი ორსულობის შესახებ.
  • თხის რქა.ბევრი მოგზაურობა, ახალი ნაცნობები და ურთიერთობა გელით. ბევრ თხის რქას პროზის ან წერილების წერა მოეწონება. შესაძლოა წიგნის დაწერის სურვილი გაგიჩნდეთ. უცხო ენების შესწავლა კარგია. თუ ძიებაში ხართ, დიდი ალბათობით, იპოვით მას, ვინც თქვენს ცხოვრებას უფრო ნათელს და რომანტიულს გახდის. მარტის პირველი თვე ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი რამ თავის ადგილზე დალაგდება, მღელვარე კითხვებზე პასუხებს იპოვით.
  • მერწყული.ფინანსების და ინვესტიციების კუთხით ხელსაყრელი თვეა. კარგ შემოსავალს მიიღებთ, მაგრამ ხარჯიც გექნებათ. ბევრი მერწყული შემოთავაზებას მიიღებს, რომელზეც უარის თქმა გაუჭირდება. ეს სამსახურს უკავშირდება. კარგი დროა აზრის შესაცვლელად ან ახალი საქმის დასაწყებად, რომლის გაკეთებაც თავისუფალ დროს გსურდათ. თვის ბოლოს ბევრი მერწყული თავს დაღლილად და დათრგუნულად იგრძნობს.
  • თევზები.მარტი ბევრ დადებით ემოციას გაჩუქებთ. სამსახურში თავს ახლებურად გამოავლენთ. საინტერესო მოგზაურობის დიდი შანსია. პირადში ყველაფერი საკმაოდ ჰარმონიულად იქნება! მოულოდნელად ამოფრქვეული გრძნობები თავბრუს დაგახვევთ და უკან დახევის შანსს არ დაგიტოვებთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ!

როგორ მოგწონთ 2022 წლის მარტის პროგნოზი? ეთანხმებით იმას, რასაც ანჯელა პერლი ამბობს? პირადად, მზად ვარ, წარმატებულ მარტს შევხვდე. დაე, გაზაფხული თქვენთვის თბილი, მოსიყვარულე და სიკეთით სავსე იყოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს