ამ რეცეპტში ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ შეგიძლიათ იმდენი კექსი მიირთვათ, რამდენიც მოგესურვებათ. ასეთი დესერტი თქვენი სამზარეულოს მთავარი გასაღები იქნება.
აი რა დაგჭირდებათ:
საფუძვლისთვის:
- 14 დიდი ტკბილი კრეკერი დაფშვნილი;
- ¼ ჭიქა შაქარი;
- 6 ს/კ მდნარი კარაქი;
- ¼ ჩ/კ მარილი
შიგთავსისთვის;
- 2 პაკეტი ხაჭო;
- 2 დიდი ზომის კვერცხი;
- ¼ ჭიქა არაჟანი;
- ¼ ჭიქა კარამელის ტოპინგი;
- ¼ ჭიქა შაქარი;
- 1 ჩ/კ ვანილი;
- ½ ჩ/კ მარილი;
- ¼ ჩ/კ დაფქული დარიჩინი;
ზედსართისთვის:
- 2 ვაშლი, გარეცხილი და დაჭრილი;
- ¾ ჭიქა ყავისფერი შაქარი;
- ½ ჭიქა ფქვილი;
- ½ ჭიქა ჩვეულებრივი შვრია;
- ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი;
- ¼ ჩ/კ მარილი;
- ერთი პაკეტი კარაქი;
- ამოყვანილი სლივკა მოსართავად;
რა გავაკეთოთ?
ღუმელი 165 გრადუსზე გააცხელეთ. კექსის საცხობი ფორმა მოამზადეთ. ჩვენი ინგრედიენტებისგან 12 ცალი გამოვა.
საფუძველი: დიდ თასში დაქუცმაცებული კრეკერი, კარაქი და მწიკვი მარილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით კარგად აურიეთ.
ეს ფენა საცხობი ფორმის ძირში გადაანაწილეთ და გადადეთ.
შიგთავსი: დიდ თასში ხაჭო მსუბუქი და ჰაეროვანი კონსისტენციის მიღწევამდე ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, კარამელის ტოპინგი, შაქარი, ვანილი, ქათამი და მწიკვი მარილი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული შიგთავსი საცხობ ფორმაში ჩაასხით.
ზედსართი: საშუალო ზომის თასში კარაქი, ყავისფერი შაქარი, ფქვილი, შვრია, დარიჩინი და მარილი ათქვიფეთ. ხაჭოს შიგთავსს ზემოდან დაჭრილი ვაშლი მოაყარეთ და შემდეგ ზედსართით მორთეთ.
გამოაცხვეთ დაახლოებით 30 წუთით. ჩიზქეიკს გაგრილება აცადეთ, შემდეგ მაცივარში კიდევ 2 საათი გააჩერეთ.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ათქვეფილი სლივკით და კარამელის ტოპინგით მორთოთ.
ნახეთ ვიდეო, რომ პროცესის შესახებ უფრო ბევრი რამ გაიგოთ: