უსუნოდ ცხოვრება რთული და უსიამოვნოა. მათ, ვინც საძულველი დაავადება გადაიტანა, ამის შესახებ ყურმოკვრით არ იცის. ჩვენი ცხოვრება მოგონებებისა და შთაბეჭდილებებისგან შედგება, რომელთაგან ბევრი რამ ჩვენთვის ძვირფას არომატებს უკავშირდება. მეთოდების ძიებაში, როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა, თავად ცხოვრების მიმართ სიყვარულის დაბრუნება გვსურს, ასე არაა?
Vivien სუნების საკრალურ მნიშვნელობაზე გიამბობთ. განვიხილავთ, რომელი არომატები იწვევს ჩვენში ყველაზე სასიამოვნო და მღელვარე შეგრძნებებს. გიზიარებთ ხრიკებს, რომლებიც დაკარგული ყნოსვის აღდგენაში დაგეხმარებათ.
როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა სწრაფად
„6 თვის წინ ყნოსვა დავკარგე. ცხოვრება სტერილური და მტკნარი გახდა, მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებდი. ვცდილობდი შევგუებოდი ახალ რეალობას, სადაც საყვარელ არომატებს ადგილი არ ჰქონდა. ჩემი ქმრის, საყვარელი კატის და საკუთარ სუნს ვერ ვგრძნობდი. არ შემეძლო გამეგო, თეთრეული და ტანსაცმელი სუფთა იყო თუ არა.
რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ცხოვრება სიამოვნებას აღარ მანიჭებდა. არაფერი მსურდა. თავს ზედმეტად ვგრძნობდი, სადაც არ უნდა წავსულიყავი. საბედნიეროდ, მეუღლე ჩემ გვერდით იყო და მხარს მიჭერდა, თუმცა ამით პრობლემებს ვერ შველოდა.
ყველა ძალით ყნოსვის დაბრუნებას ვცდილობდი. სუნები უკვე მესიზმრებოდა. იყო შემთხვევა, ვხედავდი, როგორ გამოვდივარ დილით სოფლის სახლიდან აივანზე. ქათმები ახალ დღეზე იუწყებიან. ნაადრევი ნამის და თივის სუნი ტრიალებს. საზაფხულო სამზარეულოდან ახალ გამომცხვარი ბლინების არომატი გამოდის. მაგიდასთან ვჯდები, ბებია ახალ ქილა ქლიავის მურაბას ხსნის. ოჰ, როგორი სურნელი აქვს! ბებია მეხუტება და მის მწკლარტე არომატს ვგრძნობ! შემდეგ მეღვიძება და კვლავ ვერაფერს ვგრძნობ.
ვოცნებობდი, რომ ზღვის სუნი ღრმად ჩამესუნთქა, მისი მარილი ტუჩებზე მეგრძნო. დედის რეცეპტით ფაფუკი ფუნთუშების მომზადება და მისი სურნელოვანი შლეიფით ტკბობა მსურდა. მეჩვენებოდა, რომ კვლავ აყვავებული ალუბლის ყვავილების ქვეშ ვიდექი და მომავალ მეუღლეს ვეხუტებოდი.
კიდევ ვიხსენებდი, როგორ დაყარა ლეკვები ჩვენმა ძაღლმა, როცა პატარა ვიყავი. პატარა ლეკვების სუნი, რომელთაც დედის რძის არომატი ჰქონდა, არაფერში აგერევათ! ყოველი მოგონება ჩემში ემოციების ქარიშხალს იწვევდა, რომელიც წარსულში განვიცადე. ახლა ცხოვრებას ახლებურად ვაფასებდი.
ყველაფერს თავისი დრო აქვს
როცა სუნებმა დაბრუნება დაიწყო, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ უკვე 6 თვე ნახევრად მკვდარი ვიყავი. ვინ იფიქრებდა, რომ ქლორის მძაფრი სუნი ან გამვლელი მანქანის გამონაბოლქვი გამახარებდა.
მეუღლემ 14 თებერვალს სხვადასხვა საკმეველი და პალო სანტო მაჩუქა. გულწრფელად ვაღიარებ, ვანთებდი, მაგრამ არაფრის იმედი მქონდა. უბრალოდ მსურდა, რომ სახლში ცოტა რომანტიკა შემექმნა. ვიხსენებდი, თუ ზუსტად 5 წლის წინ მეუღლე ზუსტად ასე მოიქცა, რომ ჩემთვის ხელი ეთხოვა. ვარდის ფურცლებით მორთული ოთახი სანთლებით იყო განათებული, ხოლო საკმევლი ჩემს საყვარელ სურნელს აფრქვევდა.
როცა კიდევ ერთხელ ვიყნოსე, ცრემლები თავისით წამომივიდა. ქმარი ჩამეხუტა და მითხრა: „ძვირფასო, ალბათ, ჩვენს სიყვარულს ასეთი სურნელი აქვს. სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს!“ იმ დღიდან ყნოსვა თანდათან ბრუნდება. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, მიხარია, რომ რთული პერიოდი გადავიტანე. კვლავ ცოცხალი ვარ“.
რედაქციის რჩევა: როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა სწრაფად
თუ არ იცით, როგორ დაიბრუნოთ ყნოსვა სწრაფად, მაგრამ ამის გაკეთება ბუნებრივად გსურთ, რამდენიმე ხრიკს გიზიარებთ. თქვენი ამოცანაა, რომ ყნოსვის რეცეპტორებს ხშირად მუშაობა აიძულოთ. მკვეთრად გამოხატული არომატები ამ ამოცანას კარგად ასრულებენ. მაგალითად, ყავა, ბარამბო, პიტნა, ნიორი.
გამოგადგებათ სხვადასხვა ეთერზეთი: მიხაკი, ციტრუსი, ევკალიპტი. არომატები დღეში 6-ჯერ იყნოსეთ. თუ სერიოზულ დისკომფორტს გრძნობთ და ეჭვობთ, რომ საქმე მხოლოდ ყნოსვაში არაა, სპეციალისტს მიმართეთ.
ლორწოვანი გარსის შეშუპებისას მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა დაგეხმარებათ. ოტორინოლარინგოლოგის მიერ დანიშნული სპეციალური სპრეი დასაშვებია. ნევროლოგმა შეიძლება გამოგიწეროთ მედიკამენტები, რომლებიც ყნოსვის რეცეპტორების მუშაობას აუმჯობესებენ. კიდევ ერთი ხალხური საშუალება – კატაბალახას ნაყენი.
ისტორია, რომელიც დღეს გაგიზიარეთ, გვაიძულებს, რომ სუნების მნიშვნელობას სხვა თვალით შევხედოთ. ზოგისთვის ის დროის მანქანას ჰგავს. ნაცნობი არომატის ჩასუნთქვა საკმარისია, რომ სხვა ადგილას აღმოჩნდეთ. ნამდვილად მღელვარე გრძნობებს იწვევს. გვეთანხმებით? დაე, თქვენი ცხოვრება მხოლოდ ყველაზე საყვარელი სუნებით იყოს სავსე, ჯანმრთელობას გისურვებთ!