ბევრი წყვილი ცდილობს გაიგოს, როგორ შეინარჩუნოს ძლიერი და წარმატებული ქორწინება. ამბობენ, რომ ამისთვის მეუღლესთან ერთ ოთახში წოლა უნდა შეწყვიტოთ. იდეალურია, თუ არა სხვადასხვა ოთახში, სხვადასხვა საწოლში მაინც დაიძინებთ. Vivien ეცდება გაარკვიოს, თუ რისთვის არის ეს საჭირო.
წარმატებული ქორწინება – ახლახანს ერთ–ერთ სოციალურ ქსელში ხმამაღალი განცხადება შემხვდა: “თუ თქვენ და თქვენს მეუღლეს სხვადასხვა საბანი გაფარიათ ან სხვადასხვა საწოლში გძინავთ, ეს დასასრულის დასაწყისია.” თითქოს, აუცილებლად განქორწინებას გამოიწვევს. ასეა სინამდვილეში?გიზიარებთ ჩემს, უფრო ზუსტად, ჩემი მშობლების ისტორიას. 30 წელზე მეტია ერთად არიან, მათგან ნახევარი ერთ საწოლზე გაატარეს. საბედნიეროდ, სხვადასხვა საბანი ეფარათ, რადგან დილით მის გარეშე გაღვიძება უსიამოვნოა. აბა როგორ, თუ ერთი მეუღლე მეორეს საბანს მუდმივად ართმევს?
რაღაც მომენტში დედა მამის ხვრინვით დაიღალა, რის გამოც ბანალურად გამოძინებას ვერ ახერხებდა. როცა მშობლების ბუდიდან გავფრინდი, დედ–მამამ სხვადასხვა ოთახებში დაძინება დაიწყეს. ეს მათი საუკეთესო გადაწყვეტილება ყო.ახლა მამას საწოლის შუაში დაწოლა შეუძლია და ხელს არავინ უშლის, დედამ როგორც იქნა კარგად გამოიძინა, ზედმეტი ხმაური აღარ აწუხებს. ამით ქორწინება შეირყა? არა. თუ დავფიქრდებით, ურთიერთობის ძალა დამოკიდებული არაა იმაზე, თუ ვის და სად ძინავს.
პირადი გამოცდილება – უკვე 2 წელზე მეტია ახალგაზრდა ადამიანთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. გაგვიმართლა: ბინაში დიდი კომფორტული საწოლია. ორივეს ადგილი გვყოფნის. მაგრამ უკვე მესმის, რომ მარტო დაძინების წინააღმდეგი არ ვარ.დარწმუნებული ვარ, რომ ასე ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ეს ჩვენს ურთიერთობას გავლენას არ მოახდენს. ჩემთვის ერთი საბნის ქვეშ საყვარელ ადამიანთან ძილი ნამდვილი ტანჯვაა. მიყვარს, როცა პირადი სივრცე მაქვს და არავინ არავისზე დამოკიდებული არაა. ხოლო ჩახუტება ნებისმიერ სხვა სიტუაციაში შეიძლება.
საკითხის პრაქტიკული მხარე – ერთად ძილი ასე თუ ისე ძილის ხარისხზე გავლენას ახდენს. ეს ფაქტია. ცოლ–ქმარს შეიძლება სხვადასხვა გრაფიკი ჰქონდეს (ზოგი ადრე წვება და იღვიძებს, ზოგი გვიან) ან ტემპერატურის რეჟიმის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები. კიდევ უარესია, თუ რომელიმე ხვრინავს, მეორეს კი ფხიზელი ძილი აქვს. ამ შემთხვევაში ცალ–ცალკე დაძინება უფრო აუცილებლობაა, ვიდრე უბრალოდ სურვილი.
ცალკე ძილი კონფლიქტის ნიშანი და განშორების წინამორბედი არაა. დაგვეთანხმეთ, რომ წარმატებული ქორწინება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ცოლ–ქმარს ერთმანეთის მოთხოვნილებების მოსმენა შეუძლიათ. თუ პარტნიორები ამას ვერ აკეთებენ, ერთად ძილი მათ ურთიერთობას ვერ გადაარჩენს.ბევრს ქალს მეუღლისგან განცალკევებით დაძინება აშინებს, რადგან ფიქრობს, რომ რომანტიკა გაქრება. ეს მიზეზი არაა, რომ სხვადასხვა სიამოვნებასა და სიახლოვეზე უარი თქვათ. პირიქით, ცალკე ძილი შეიძლება იმპულსი გახდეს, რომ ქმართან პაემანი დაიწყოთ და ერთად დრო საინტერესოდ გაატაროთ.
წარმატებული ქორწინების შესანარჩუნებლად აუცილებელია არაა, რომ მეუღლესთან ერთად ერთ საწოლში და ერთი საბნის ქვეშ დაიძინოთ. ამის ნათელი მაგალითია ანჯელიკა ვარუმის და ლეონიდ აგუტინის ურთიერთობა, რომლებიც უკვე 25 წელზე მეტია ერთად არიან. „ხშირად გასტროლებზე სხვადასხვა ნომრებში ვცხოვრობთ. სახლშიც ჩვენ–ჩვენი საძინებელი გვაქვს. მე ჩემი, ცოლს – თავისი. თითოეულს პირადი სივრცე გვაქვს. მე შემიძლია ცოლთან პაემანზე საძინებელში მივიდე ან ის ჩემთან. ძილის წინ ორივე ჩვენთვის საყვარელ წიგნს ვკითხულობთ ან ფილმს ვუყურებთ. ეს ოჯახის შენარჩუნებაში გვეხმარება“ – ამბობს ცნობილი მუსიკოსი.
ჩემი კოლეგები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა ოთახში ძილი ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მთავარია, რომ ცოლიც და ქმარის თავს კომფორტულად გრძნობდეს. მსგავსი საკითხები ერთობლივად უნდა გადაწყდეს, ორივეს აზრის და სურვილების გათვალისწინებით. ცხადია ერთი: იმის მოთმენა, რაც არ მოგწონთ, არასწორია. სწორედ ამიტომ, მეუღლესთან ამაზე საუბარი არ მოგერიდოთ.