ყველიერს არ ველოდები და სიმინდის ბლინებს უკვე ვაცხობ. ასეთი ბლინი უფრო ნოყიერი გამოდის, ვიდრე ჩვეულებრივ ფქვილზე მომზადებული, ამაში მისი ხიბლია. რამდენიმე ცალი საკმარისია, რომ კარგად დანაყრდეთ! არაჟანთან ან მარილიან შიგთავსთან ერთად განსაკუთრებით გემრიელია!ბლინები პირველივე ჯერზე რომ გამოგივიდეთ, წვრილად დაფქული სიმინდის ფქვილი გამოიყენეთ. მნიშვნელოვანია, რომ ტაფაზე დასხმისას ცომს ყოველჯერზე მოურიოთ.Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი სიმინდის ბლინები.
ინგრედიენტები:
- 100 გ სიმინდის ფქვილი
- 2 კვერცხი
- 250 მლ რძე
- 1-2 ს/კ შაქარი
- 0,5 ჩ/კ სოდა + ძმარი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- კვერცხი, შაქარი და მარილი ათქვიფეთ. ცოტა რძე დაუმატეთ და კვლავ სათქვეფით აურიეთ.
- გაცრილი სიმინდის ფქვილი ფრთხილად დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
- დარჩენილი რძე დაასხით. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ნახევარი საათით გააჩერეთ. სიმინდის ფქვილი უნდა გასივდეს. რაც უფრო წვრილად დაფქულია ფქვილი, მით უფრო სწრაფად მოხდება.
- ძმრით ჩამქრალი სოდა დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. სურვილისამებრ, რამდენიმე სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი დაუმატეთ, თუ ტაფაში დარწმუნებული არ ხართ და შიშობთ, რომ ბლინი დაიწვება.
- სიმინდის ბლინები ზეთ წასმულ გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.
- ესეც ასე. გემრიელი სიმინდის ბლინები მზადაა. გემრიელად მიირთვით!
სიმინდის ბლინები შეგიძლიათ ჩაის მიაყოლოთ, საყვარელი შიგთავსი გაახვიოთ და საუზმეზე მიირთვათ. ისპანახის, წითელი თევზის, ყველი ფეტას და ავოკადოს შიგთავსი განსაკუთრებით უხდება. ისპანახი ყველთან ერთად დააბლენდერეთ და ბლინის ნახევარში მოათავსეთ. ავოკადო, თევზი დაჭერით, ყველის და ისპანახის ნარევზე მოათავსეთ, რუკოლა და სეზამის თესლი დაუმატეთ. ახლა ბლინის მეორე ნახევარი დააფარეთ. საუზმე მზადაა!