7 სასარგებლო პროდუქტი ტვინისთვის, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

818

ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ კვების ხარისხის გაუმჯობესება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.ექიმი უმა ნაიდუ, ჰარვარდის დიეტოლოგი და ფსიქიატრი, ერთ–ერთ ინტერვიუში საუბრობს, რომ ადამიანის რაციონი ფსიქიკური წონასწორობის მნიშვნელოვანი ნაწილია და დაძაბულობის, შფოთვის, ნერვოზის, პანიკის შეტევების გაძლიერება ან შესუსტება შეუძლია. მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ ტვინის ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვჭამთ.

ბევრი ადამიანი საკვებს წელის გარშემოწერილობის კუთხით უყურებს, თუმცა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ესეც გავლენას ახდენს. ნაწლავი–ტვინის ღერძი ნამდვილად არსებობს. ეს ორი ორგანო ემბრიონის ერთი და იმავე უჯრედიდან წარმოიქმნება და მთელი ცხოვრება მოხეტიალე ნერვით დაკავშირებული რჩება. მოხეტიალე ნერვი პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მთავარი კომპონენტია, რომელიც ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფუნქციების ფართო სპექტრს აკვირდება, მათ შორისაა განწყობის კონტროლი, იმუნური პასუხი, საჭმლის მონელება და გულისცემის სიხშირე.

„საჭმელს მიკრობიომის მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ხოლო ნაწლავური მიკრობების ზოგიერთი სახეობა დეპრესიის მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება. სეროტონინი, რომელიც განწყობას არეგულირებს, ნაწლავებთან კავშირშია: სეროტონინის მხოლოდ 5% ტვინში იწარმოება, დანარჩენი ნაწლავებში იწარმოება, ინახება და აქტიურად მოქმედებს“ – ამბობს უმა ნაიდუ.პროდუქტები, რომლებიც ტვინისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ფურცლოვანი მწვანილი. ჟურნალში Neurology გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 1 ულუფა ფურცლოვანი მწვანე ბოსტნეულის ყოველდღე მიღება კოგნიტური ფუნქციების ასაკობრივ შემცირებას ანელებს.

ფერადი ხილი და ბოსტნეული. მეცნიერების თქმით, ნაერთები, რომლებიც წითელ წიწაკაში, მოცვში, ბროკოლსა და ბადრიჯანში გვხდება, ნერვული ქსოვილების ანთებას ამცირებს, მეხსიერებას, ძილს და განწყობას აუმჯობესებს. ავოკადოც სასარგებლოა: მისი ცხიმები სხვა ბოსტნეულიდან ფიტონუტრიენტების ათვისებას ხელს უწყობს.

ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები. სარდინი, ქაშაყი, მიდიები, ვირთევზა, წყალმცენარეები და სხვა ზღვის პროდუქტები გრძელჯაჭვიანი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის წყაროა, რომელიც ტვინისთვის აუცილებელია. ომეგა 3–ის საკმარისად მიღებას მეხსიერების და დასწავლის უნარების გაუმჯობესება, კოგნიტური ფუნქციების შემცირების შენელება უკავშირდება.

კაკალი, პარკოსანი და თესლი. მდიდარია მცენარეული ცილებით და უჯრედისით, რომელიც სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ეს ტვინის კარგი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

სანელებლები და მწვანილი. კვლევამ აღმოაჩინა, რომ მიხაკი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, კურკუმა, კოჭა და სხვა სანელებელი შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებენ, სტრესს ამცირებენ და ძილს აჯანსაღებენ.

ფერმენტირებული პროდუქტები. ჩვენს ნაწლავებში არსებული სასარგებლო ბაქტერიები ასეთი პროდუქტების მიღებისას აქტიურად მრავლდება. შეგახსენებთ, რომ ფერმენტირებულად ითვლება ხაჭო, დო, კომბოსტოს მწნილი, კეფირი, რძემჟავე სასმელი, ჩაის სოკო, კიმჩი.

შავი შოკოლადი და კაკაო. არსებული მონაცემებით, ადამიანები, რომლებიც შავ შოკოლადს რეგულარულად მიირთმევენ, დეპრესიის სიმპტომებს 70%–ით ამცირებენ. ტვინზე ამ პროდუქტის პოზიტიური გავლენა კაკაოში შემავალი ფლავონოლების მოქმედებით არის გამოწვეული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს