მაკიაჟი შესანიშნავი რამ არის. ჩვენ მას სრულყოფილების მისაღწევად, შესასწორებლად და გარეგნული მხარის სრულად შესაცვლელად ვიყენებთ.
როცა საქმე იქამდე მიდის, რომ რამე ნაკლი მოვიშოროთ, მაკიაჟი ნამდვილი მეფეა. იგივე შეიძლება ითქვას, თუ თქვენ რამეს ხაზის გასმა გჭირდებათ, პირველ რიგში ეს არის თვალები – „სულის სარკე“
თვალები რომ უფრო გამოხატული და კაშკაშა გამოჩნდეს, თქვენ 13 მარტივი ნაბიჯი დაგჭირდებათ.
1.თვალზე პრაიმერი წაისვით
თვალზე პრაიმერის ან ტონალური კრემის თხელი ფენა წაისვით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანეთ ჩრდილები.
2.ხელოვნური წამწამები გამოიყენეთ
ხელოვნური წამწამები ნამდვილად სილამაზის სამყაროს დიდი საჩუქარია. ისინი თქვენს თვალებს წამიერად მიმზიდველს და გამოხატულს ხდის. თუმცა ეს ყველაფერი არაა.
3.ქვედა ქუთუთო თეთრი ფანქრით გამოკვეთეთ
მუქი ფერის ფანქარი არა მხოლოდ ხედვას გახდის დაღლილს, არამედ ვიზუალურად თვალებს შეამცირებს. ის თეთრი ფერით ჩაანაცვლეთ და შედეგს წამიერად დაინახავთ.
4.წარბები არ დაგავიწყდეთ
მოვლილი წარბები თქვენს სილამაზეს ხაზს გაუსვამს. დარწმუნდით, რომ წარბების მოხრილობა სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს.
5.ბზინვარება დაუმატეთ
შეგიძლიათ მსუბუქი მბზინვარე ჩრდილები გამოიყენოთ, რომ თვალები უფრო გამოხატული გახდეს.
6.სწრაფი „სმოქი“ თვალების მისაღებად ჰეშტეგი დაიხატეთ
ეს ტექნიკა დაგეხმარებათ, თუ სადმე გეჩქარებათ. ქუთუთოზე ჰეშტეგი დაიხატეთ და ნაზად გადაანაწილეთ.
7.თეთრი ჩრდილები თვალის კუთხეებში დაიმატეთ
თვალის შიდა კუთხეებზე აქცენტი ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ თვალები მიმზიდველი და უფრო დიდი გახადოთ. ეფექტის მისაღწევად თეთრი ფანქარი ან ჩრდილები გამოიყენეთ.
8.სტრელკები დაიხატეთ
ლაინერი ზედა წამწამებთან რაც შეიძლება ახლოს წაისვით. ის უფრო სქელი თვალის გარე კუთხესთან მიახლოების დროს გახადეთ.
9.მოხრილობას ხაზი გაუსვით
სწორი წარბები ძალიან ლამაზია, მაგრამ ისედაც პატარა თვალებს ის უფრო პატარას ხდის. მცირე მოხრილობა შექმენით და მბზინავი ჩრდილები დაუმატეთ.
10.კონტურინგი არ დაგავიწყდეთ
ღია და მუქი ფერის ჩრდილები აურიეთ. მუქი ფერის ჩრდილი მას უფრო გამოხატულს გახდის.
- წამწამების ასაპრეხი გააცხელეთ
წამწამების აპრეხვა და ტუშის გამოყენება არ დაგავიწყეთ. ეს ნაბიჯი თქვენს თვალებს ნამდვილად გამოკვეთს. რჩევა: უფრო ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად გამოყენებამდე წამწამების ასაპრეხი ფენით გააცხელეთ.
- თვალის ქვეშ კონსილერი სამკუთხედი ფორმით წაისვით
ამ ხრიკით თვალის ქვეშ მუქ წრეებს დაივიწყებთ. უბრალოდ სამკუთხედი ფუნჯით დაიხატეთ და სპონჟით რეტუშირება გაუკეთეთ.
- ამ ხრიკით ლაინერი და ჩრდილები ხაზს არ გადმოკვეთს
თვალზე მაკიაჟის წასმის დროს დამცავი სახით ჩრდილები გამოიყენეთ. ეს დაგეხმარებათ, თუ გსურთ გაიკეთოთ სტრელკა ან ჩრდილები სწორ ხაზად წაისვათ.