როცა მსურს გემრიელი დესერტი ცხობის გარეშე, საფირმო ტორტს „ეკლერს“ ვამზადებ

1572

ვამზადებთ გემრიელ ტორტს ორცხობილით და ბანანით ცხობის გარეშე. საკმაოდ ზარმაცული ვარიანტია, მაგრამ ღირსეულ შედეგს მიიღებთ, რომლითაც სტუმრების გამასპინძლება არ შეგრცხვებათ. თუ ღუმელთან ფუსფუსი გეზარებათ, Vivien–ის რეცეპტი თამამად გამოიყენეთ.ტორტს „ეკლერი“ ჰქვია და მიხვდებით რატომაც. სტანდარტული, მოსაწყენი დესერტი არაა, რომელიც მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. გაჯერებული გემო და ნატურალური ინგრედიენტები აქვს. შიგთავსი უბრალოდ პირში დნება. ეს ერთ–ერთი უპირატესობაა. ბავშვსაც შეგიძლიათ აჭამოთ, მასში სახიფათო არაფერია. მომზადება პირდაპირ ახლა დაიწყეთ!

ინგრედიენტები:

  • 42 ცალი ხრაშუნა ორცხობილა
  • 520 მლ ახალი რძე
  • 1 პაკეტი ვანილის პუდინგი
  • 7 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ჩ/კ კაკაო
  • 100 მლ არაჟანი
  • 50 გრ კარაქი
  • 1 დიდი ან 2 პატარა ბანანი

მომზადების წესი:

  1. რძე ორ თანაბარ ნაწილად გაყავით და კიდევ ცოტა გვერდზე გადადეთ. ერთი ნახევარი სუსტ ცეცხლზე შეათბეთ. მეორეს პუდინგი, ვანილის ექსტრაქტი და 3 კოვზი შაქარი აურიეთ.
  2. რძე, პუდინგი და ვანილი კარგად აურიეთ და რძის მეორე ნაწილს დაუმატეთ, ცეცხლიდან არ გადმოდგათ. 5 წუთი საკმარისია, რომ ნარევი ადუღდეს და გასქელება დაიწყოს. ამ მომენტში ცეცხლიდან უნდა გადმოდგათ, ცოტა ხნით გააჩეროთ, პარკი დააფაროთ და მაცივარში შეინახოთ.
  3. საცხობ ფორმაში ორცხობილის ფენა ჩააწყვეთ. ზემოდან გაგრილებული პუდინგის კრემი წაუსვით. ბანანი გათალეთ და თხელ რგოლებად დაჭერით. ბანანის ნაწილი კრემის ზემოდან დააწყვეთ. მორიგეობით კიდევ ერთი ფენა ორცხობილა, კრემი და ბანანი დაუმატეთ. ასე გაიმეორეთ, სანამ ერთ–ერთი ინგრედიენტი არ დამთავრდება.
  4. დარჩენილი შაქარი, კაკაო და დარჩენილი რძე აურიეთ. ნარევი სუსტ ცეცხლზე დადგით. როცა ადუღდება, კარაქი დაუმატეთ. კარაქის გადნობამდე მუდმივად აურიეთ. მიღებული ჭიქური ტორტს ზემოდან მოასხით და თანაბრად გადაანაწილეთ, რომ ლამაზად გააფორმოთ. ტორტი მთელი ღამე მაცივარში გააჩერეთ.

მაგიდაზე გატანის წინ ულუფებად დაჭერით. პირველ რიგში, ასე ლამაზია. მეორეც, უკეთ გამოჩნდება, ტორტი გაიჟღინთა თუ ცოტა მეტხანს უნდა გააჩეროთ. გირჩევთ, რომ ბანანი თხელ რგოლებად დაჭრათ. ასე დესერტს საჭირო გემოს და არომატის ნაწილს მიანიჭებთ, თან ორცხობილა კრემით გაიჟღინთება. ბანანის სქელი რგოლებით დიდად ვერ დანაყრდებით.

ტორტი შეგიძლიათ მარწყვის, ალუბლის ან ჟოლოს ჯემით მოამზადოთ. თქვენი გემოვნებით იხელმძღვანელეთ. თუ ტირამისუს გზას აირჩევთ, ორცხობილა ყავაში ან კაკაოში ჩაალბეთ. ამ შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ ხრაშუნა ტორტი ქაღალდის სახლს არ დაემსგავსოს. ექსპერიმენტებში წარმატებებს გისურვებთ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს