Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ ერბოზელილი ცომი, ზუსტად ისეთი, როგორც საცხობებშია. გიზიარებთ რამდენიმე დეტალს, რომელსაც ბევრი დიასახლისი ყურადღებას არ აქცევს. გემრიელი ერბოზელილი ცომის მოსაზელად ცომის ხაში (საფუარი), თავად ცომი და სწორად მოზელა, ასევე აფუების ეტაპი მნიშვნელოვანია. არც ერთი მომენტი არ უნდა გამოგრჩეთ, თუ გემრიელი ცომეულის მომზადება გსურთ.
ერბოზელილი ცომის რეცეპტი
ცომის ხაშის ინგრედიენტები:
- 0,5 ჭიქა თბილი წყალი
- 2 ჩ/კ შაქარი
- 14 გ მშრალი საფუარი
- 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
მომზადების წესი:
- მხოლოდ გამოცდილი საფუარი გამოიყენეთ. ყოველ 500 გრამ ფქვილზე 7 გრამი მშრალი საფუარი დაგჭირდებათ.
- მინიმუმ 2 ლ მოცულობის თასში წყალი, შაქარი და საფუარი აურიეთ. წყალი 37-38 გრადუსის უნდა იყოს. შაქარი და საფუარი წყალში კარგად გახსენით.
- ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ, რომ აფუვდეს.
ცომის ინგრედიენტები:
- 500 მლ რძე
- 90 გრ კარაქი
- 3 ს/კ შაქარი
- 2 ჩ/კ მარილი
- 2 კვერცხი
- 6-8 ჭიქა ფქვილი
- მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- ცომისთვის 6 ჭიქა ფქვილი გაცერით. მოსაზელად კიდევ 100 გრამი ფქვილი დაგჭირდებათ და კიდევ ცოტა ფქვილი ცომთან სამუშაოდ.
- 37-38 გრადუსის რძე, გამდნარი კარაქი, კვერცხი, შაქარი და მარილი აურიეთ. სათქვეფით ათქვიფეთ. მზა ხაში (საფუარი) დაუმატეთ და აურიეთ.
- ნარევს ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ. პირველი 10 წუთი მიქსერით აურიეთ. ცომისთვის განკუთვნილი სპეციალური საცმი გამოიყენეთ. თანდათან ცომი გლუვი და ელასტიური გახდება.
- ამ ეტაპზე, თუ საჭიროა, ფქვილი დაუმატეთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ.
- მაგიდას მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი გადაიტანეთ. ზეთი ხელებზეც წაისვით და მოზილეთ. თუ ცომი ძლიერ გეკვრით, ფქვილი დაუმატეთ. ზოგჯერ რამდენიმე გრამი ფქვილი საკმარისია, რომ საჭირო მასა მიიღოთ.
ცომის აფუება
ახლა მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ცომის აფუება, როცა საფუარის დუღილი სრულდება. პროცესში ნახშირორჟანგი წარმოიქმნება, რომელიც უნდა გამოუშვათ. ამისთვის ცომი უნდა ჩაზილოთ.
- დიდ თასს (ცომზე 3-ჯერ დიდი) მცენარეული ზეთი წაუსვით. ცომი გადაიტანეთ და პარკი დააფარეთ. ასევე შეგიძლიათ თეფში ან სუფთა პირსახოცი დააფაროთ.
- თბილ ადგილას 2-2,5 საათით გააჩერეთ. ღუმელში შეინახეთ, გვერდით ცხელი წყლით სავსე ჭიქა დადეთ. ყოველ საათში ერთხელ წყალი გამოცვალეთ და ცომი ჩაზილეთ. ცომი სულ 3-ჯერ უნდა ჩაზილოთ.
ცომთან მუშაობა
მზა ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადმოიტანეთ. მისი ჰაეროვანი მასა რომ არ დაარღვიოთ, ნაზად მოეპყარით. დანით ან ნიჩბით რამდენიმე ნაწილად დაყავით. სანამ ცომის ერთ ნაჭერზე მუშაობთ, სხვებს პირსახოცი დააფარეთ.თქვენი გემოვნებით ფუნჩულა, ფუნთუშა, ღვეზელი ან დახურული პეროგი მოამზადეთ. გირჩევთ, რომ ცხობის წინ მზა ცომეული დაასვენოთ. ასე უფრო მოცულობითი გამოვა.
თუ პირველად ამზადებთ, შიგთავსი შეგიძლიათ არ გამოიყენოთ. ცომს ფუნთუშას ერთნაირი ფორმები მიეცით. კარგია, თუ წონის გასაზომად სამზარეულოს სასწორს გამოიყენებთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 180 გრადუსზე 20-30 წუთით აცხვეთ. ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და სეზამის თესლი მოაყარეთ. თუ თავიდან არაფერს უსვამთ, უკვე გამომცხვარს კარაქი გადაუსვით, რომ დარბილდეს.