დასახელდა ხილი, რომელსაც სისხლში შაქრის მაღალი დონის შემცირება შეუძლია

1412

სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება და მისი ზრდის პრევენცია ადამიანს დიაბეტის განვითარებისგან იცავს. ამ საქმეში ზოგიერთი ხილი შეიძლება სასარგებლო იყოს.ენდოკრინულმა საზოგადოებამ (Endocrine Society) გამოაქვეყნა მკვლევარების მონაცემები, რომლის თანახმად, მთელი ხილის მიღება სისხლში შაქრის მაღალი დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი მათგანი სისხლში შაქრის დონეს 36%–ით ამცირებს.

„აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებს,  რომლებიც დღეში 2 ულუფა მთელ ხილს მიირთმევდნენ, მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი მომდევნო 5 წლის განმავლობაში 36%–ით უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, რომლებიც ამ ულუფის ნახევარს მიირთმევდნენ“ – აცხადებს ნიკოლ ბონდონო, ექიმი და კვლევის წამყვანი ავტორი.მკვლევარებმა ეს 7 675 ადამიანის მონაცემების გაანალიზების საფუძველზე დაასკვნეს.

ისინი აღნიშნავენ, რომ მთელი დაუმუშავებელი ხილის მიღება ინსულინთან უკეთეს მგრძნობელობას უკავშირდება. ადამიანები, რომლებიც მეტ ხილს მიირთმევდნენ, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად ნაკლებ ინსულინს აწარმოებდნენ. მეცნიერების თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან მბრუნავი ინსულინის მაღალმა დონემ (ჰიპერინსულინემია) შეიძლება სისხლძარღვები დააზიანოს, ეს კი მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.სპეციალისტებმა დაასახელეს შემდეგი ხილი, რომელთაც სისხლში შაქრის მაღალი დონის შემცირება შეუძლიათ.

  • ვაშლი
  • გარგარი
  • კივი
  • ქლიავი
  • კლემენტინი
  • ატამი

მეცნიერები ხილის შაქრის შემცირების ეფექტს ხსნადი და უხსნადი ბოჭკოების კომბინაციით ხსნიან. ასეთი კომბინაცია სისხლში შაქრის შეწოვას ანელებს, რაც ნაწლავებისთვის კარგია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს