სასაუზმე პროდუქტებს შორის ზოგიერთს ვისცერალური ცხიმის შემცირება შეუძლია. ერთ–ერთი ასეთი პროდუქტია მთლიანი შვრია.უიაკ ფორესტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარების მონაცემებით, ზოგიერთი პროდუქტის მიღება მუცელში დაგროვებულ ცხიმს, კერძოდ ვისცერალურ ცხიმს ამცირებს. ვგულისხმობთ პროდუქტებს, რომლებიც ხსნად უჯრედის შეიცავენ.ასეთი უჯრედისი წყალში იხსნება და გელის მსგავს მასალას ქმნის. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შეიძლება სისხლში ქოლესტერინის და გლუკოზის დონის შემცირებაში დაგეხმაროთ.
ერთ–ერთი პროდუქტი, რომელიც ხსნარი უჯრედისით მდიდარია და რომლის მიღებას მეცნიერები საუზმეზე გვირჩევენ, შვრიაა. შვრიის მარცვლები სავსეა ისეთი ხსნადი უჯრედისით, როგორიცაა ბეტა გლუკანი. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ნივთიერებას სისხლში ცუდ ქოლესტერინზე გავლენის მოხდენა, ანუს მისი შემცირება შეუძლია. დამატებით, შვრია ორგანიზმს დიდი ხნით ანაყრებს და გადაძღომისგან იცავს.სხვა პროდუქტები, რომლებიც ხსნადი უჯრედისით მდიდარია და საუზმეზე შეგიძლიათ მიირთვათ.
- ქატო
- ქერი
- ჩირი
- კაკალი
- ავოკადო
- ბროკოლი
- სელის თესლი
- მზესუმზირას თესლი
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ქოლესტერინის და მუცლის ცხიმის ეფექტურად შესამცირებლად შესაფერისი პროდუქტების მიღებას ფიზიკური აქტივობა უნდა დაუმატოთ.