ზოგიერთი ბოსტნეულის მიღება სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის

789

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბოსტნეულის მწნილის ძლიერი სიყვარული საყლაპავის სიმსივნისკენ მიდრეკილებას ზრდის.ცხოვრების ზოგიერთი ფაქტორი სიმსივნით დაავადების განვითარების რისკებს ზრდის და კვება ერთ–ერთი ასეთი ფაქტორია. ცნობილია, მაგალითად, რომ გადამუშავებული ხორცის რეგულარული მიღება ადამიანს ნაწლავის სიმსივნისკენ მიდრეკილს ხდის. ასევე მეცნიერებმა ზოგიერთი ბოსტნეულის მიღებასა და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. ბრიტანულ ჟურნალში British Journal of Cancer გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,„ბოსტნეულის მწნილს საყლაპავის სიმსივნის განვითარების რისკის გაზრდა შეუძლია“.

საყლაპავის სიმსივნე ამ ორგანოს ნებისმიერ ადგილას ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენას ნიშნავს. მკვლევარებმა 34 კვლევის მონაცემები გაანალიზეს და შედეგად ბოსტნეულის მწნილსა და ამ სახის სიმსივნის განვითარების რისკს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი დაადგინეს. ასეთი წასახემსებლის მოყვარულებში საყლაპავის სიმსივნის განვითარების რისკი 2-ჯერ მაღალია, აღნიშნავენ სპეციალისტები.

საყლაპავის სიმსივნის სიმპტომები. როგორც წესი, საჭმლის მონელების დარვევასთან ასოცირდება.

  • ყლაპვის პრობლემები (დისფაგია)
  • გულძმარვა ან მჟავე რეფლუქსი
  • ძლიერი ბოყინი

სხვა შესაძლო სიმპტომები:

  • ხველა, რომელიც არ გადადის
  • ხრინწიანი ხმა
  • მადის ან წონის უმიზეზოდ დაკარგვა
  • დაღლილობის შეგრძნება ან ენერგიის უქონლობა
  • ყელის ან შუა გულმკერდში ტკივილი (განსაკუთრებით ყლაპვის დროს)

დამარილებული ბოსტნეული. თავის მხრივ, კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდი დამწნილებული ბოსტნეულის მიღების საშიშროებაზე გაფრთხილებთ. ექსპერტები აცხადებენ, რომ„დამარილებული ბოსტნეულის მიღება კუჭის სიმსივნის განვითარების რისკს უკავშირდება.“მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ძლიერ დამარილებულ საკვებს მიირთმევენ, კუჭის განვითარების რისკს აორმაგებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს