მეცნიერები ასახელებენ სასმელს, რომელსაც შეუძლია გულის უეცარი გაჩერება გამოიწვიოს

1493

როგორც წესი, გულის გაჩერება მოულოდნელად ხდება და სამკურნალოდ ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ასეთი შემთხვევის განვითარების რისკს მხოლოდ ერთი ულუფა ენერგეტიკული სასმელი რამდენჯერმე ზრდის.ექიმები გულის შეტევას უკავშირებენ არასწორი ცხოვრების წესს, როცა სისხლძარღვების ჯანმრთელობას თანდათან ვანადგურებთ. კერძოდ, ზოგიერთი სასმელი გულზე ნეგატიური გავლენის გამო შიშებს იწვევს. ჟურნალში Anatolian Journal of Cardiology გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით,

„ერთი პოპულარული სასმელი ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებში გულის შეტევის რისკს ზრდის“.სპეციალისტები შეგახსენებთ: გულის შეტევა მაშინ ხდება, როცა მიოკარდიუმში სისხლის მიწოდება ფერხდება და ეს შეიძლება რიგმა ფაქტორებმა გამოიწვიოს. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ ენერგეტიკული სასმელების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება ჯანმრთელ ადამიანებში გულის უეცარი გაჩერება გამოიწვიოს. კვლევის ავტორების თქმით, გულისთვის სასმელის მთავარი საფრთხე კოფეინის მაღალი კონცენტრაციაა. ენერგეტიკული სასმელი შეიცავს შენიღბულ კოფეინს ისეთი ნივთიერების სახით, როგორიცაა გუარანა – მიიღება მცენარისგან, რომელსაც კოფეინის მსგავსი მოქმედება აქვს.

მკვლევარები გაფრთხილებთ, რომ გუარანა 2-ჯერ მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ყავის მარცვალი, და სხვა აქტიურ ნივთიერებებთან, როგორიცაა ჟენშენი და ტაურინი, შერევისას შეიძლება „განუსაზღვრელი ურთიერთქმედება წარმოქმნას“.„ენერგეტიკული სასმელების მიღების შემდეგ ახალგაზრდებში გულის გაჩერების აუხსნელი შემთხვევები გავრცელებულია“ – ციტირებს ექსპერტებს ჟურნალი Anatolian Journal of Cardiology.მათი თქმით, მოულოდნელი ინფარქტის შემთხვევები გავრცელებულია მათ შორის, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებს და ალკოჰოლს ერთმანეთში ურევენ.

მეცნიერები ამატებენ, რომ ასეთი სასმელების მასტიმულირებელ კომპონენტებს შეუძლიათ გამოიწვიონ არითმია, რომლის დროსაც გული ნორმალურ რიტმს კარგავს, გულისცემა ხშირდება, ნელდება ან არარეგულარული ხდება. ამ მდგომარეობამ მძიმე შემთხვევაში შეიძლება ფატალური რეაქციები და გულის მოულოდნელი გაჩერება გამოიწვიოს.