წვრილმანები ააშკარავებს ადამიანს, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია გიღალატოთ

551

ჩვენს საზოგადოებაში რთულია იმის გაგება, თუ ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა. ზოგიერთ ადამიანს თანდაყოლილი ადაპტაციის უნარი აქვს. ისინი საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ. ეს კარგია, ოღონდ საკუთარი კომფორტის და სარგებლის გამო სხვების საზღვრებს ხშირად არღვევენ.

ვის ვენდოთ – მორალური ნორმები შედარებითია და თითოეული ადამიანი თავისებურად იგებს. სამწუხაროდ, ადამიანს გაცნობისას შუბლზე არ აწერია, თუ რას ფიქრობს ამ სამყაროსა და ღირებულებებზე. ზოგისთვის სხვისი საიდუმლოს შენახვა საკუთარ ცხოვრებაზე ძვირფასია. ზოგს შეუძლია კორპორატიულ წვეულებაზე გართობისას თქვენი საიდუმლო ყველასთან გაამხილოს.ადამიანის მიმართ ნდობის დონე ყოველთვის არჩევანს უკავშირდება. რას აირჩევს თქვენი მეგობარი? მიიღებს საკუთარი თავისთვის სარგებელს თუ შეინახავს საიდუმლოს? პასუხის გამოცნობა შეუძლებელია, თუნდაც საქმე ახლობლებს ეხებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ არ ვიცით რა ვითარებაში აღმოჩნდება მეგობარი ან ნაცნობი.

სამწუხაროდ, ადამიანების კარგად შეცნობა მხოლოდ გამოცდილებასთან და ასაკთან ერთად მოდის. კარგი ინტუიცია თანდაყოლილი არაა. ის დროში ვითარდება. უნდა გესმოდეთ, რომ ინტუიცია და არასანდო პიროვნების ამოცნობა მხოლოდ მათ უვითარდებათ, ვინც ბევრ ადამიანთან ურთიერთობს.რაც უფრო სოციალურია ადამიანია და მეგობრებთან და ნაცნობებთან მეტ დროს ატარებს, მით მეტი შანსი აქვს, რომ ახალგაზრდული გულუბრყვილობა და იდეალიზმი მოიშოროს. მის ადგილს რაციონალურობა, ლოგიკა და დეტალების კარგად გაანალიზების უნარი იკავებს. დეტალები ააშკარავებს ადამიანს, ვისაც თქვენი ღალატი შეუძლია. Vivien ზოგიერთ ასეთ დეტალს გიზიარებთ.

დააკვირდით და გაანალიზეთ

  1. ყბედობა და ქარაფშუტობა. ვიღაცამ თქვა, რომ უბრალოება ქურდობაზე უარესიაო და აბსოლუტურად მართალია. ზოგჯერ გულუბრყვილო, კეთილი ხალხი ყველაზე მეტად გიმუხთლებს. სავარაუდოდ, ამას სპეციალურად არ აკეთებს, მხოლოდ გამოუცდელობის და მიმნდობლობის გამო. სამწუხაროდ, ამით შვებას ვერ იგრძნობთ და შედეგების მოგვარებაზე მუშაობა შეიძლება რამდენიმე თვე, ზოგჯერ წლები დაგჭირდეთ.ფრთხილად იყავით და ასეთ პიროვნებებს თქვენი საიდუმლო არ ანდოთ. თქვენი გეგმები არ გაუზიაროთ, რომელიც გამხელის შემთხვევაში შეიძლება ჩაიშალოს. მათ ზედმეტად პირადი ინფორმაცია არ უნდა გაუზიაროთ, მაგრამ მათთან კომუნიკაცია შესაძლებელი და აუცილებელია.
  2. ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ყვება თქვენი მეგობარი ან ნაცნობი. თუ ჭორაობა უყვარს და სხვის საიდუმლოს ხშირად გიზიარებთ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენსასაც მარტივად გათქვამს. არსებობს გამონაკლისები ყველაზე ახლო მეგობრების სახით, რომელთაც ათწლეულები იცნობთ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში წესი თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს.
  3. ადამიანის მიმართ ნდობის დონეს მხოლოდ მისი პიროვნული თვისებები არ განსაზღვრავს. ადამიანი უფრო მეტად ენდობა მას, ვინც ყველაზე მეტად ჰგავს. ადამიანი მსგავსი მსოფლმხედველობით ნდობას იწვევს. ადამიანი, რომელშიც საპირისპიროს გრძნობთ, უნდობლობას იწვევს.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – ცხოვრებაში ყველაფერ კარგს რისკი ახლავს. ჩვენ შეიძლება ვცადოთ გავარკვიოთ, თუ რამდენად შეიძლება ადამიანის ნდობა, მაგრამ მხოლოდ გარისკვით და მისი ნდობით შევძლებთ ამის შემოწმებას.რამდენად კარგად ერკვევით ადამიანებში? მოგვწერეთ თქვენი მეგობრობის ან ღალატის შესახებ ისტორიები. ადამიანი ყველაზე უკეთ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, თუმცა სხვისი გამოცდილებიდან სწავლაც შეიძლება.