„ვატრუშკას მომზადება დელიკატური, მაგრამ გასართობი საქმეა!“ – ვუთხარი საკუთარ თავს და ხელიდან ცომი მოვიშორე. უახლოესი სამი დღე შინაურებს რიგული ვატრუშკათი გავუმასპინძლდები. თითქმის ყველას, ვინც რიგაში ნამყოფია, ეს ვატრუშკა გაუსინჯავს და გულგრილი არავინ დარჩენილა.მახსოვს, რომ დედას ლატვიაში მოგზაურობიდან ასეთი დესერტი ხშირად ჩამოჰქონდა. წარმოუდგენლად გემრიელია!Vivien გიზიარებთ ცნობილი რიგული ვატრუშკას მომზადების ინსტრუქციას. ნებისმიერი ჩიზქეიქი ისვენებს!
ცომის ინგრედიენტები:
- 100 გ კარაქი
- 1 კვერცხი
- 0,5 ჩ/კ დარიჩინი
- 2 ს/კ შაქარი
- 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 150 გრ ფქვილი
- მწიკვი მარილი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 600 გ ხაჭო
- 2 კვერცხის გული
- 3 კვერცხის ცილა
- 90 გ შაქარი
- 50 გ არაჟანი
- 60 გ ქიშმიში
- 10 გ ვანილის შაქარი
- 1 ჩ/კ ფქვილი
მოსასხმელის ინგრედიენტები:
- 2 ს/კ რძე
- 1 კვერცხის გული
მომზადების წესი:
- ცომის ბაზის მოსამზადებლად ფქვილი თასში ჩაყარეთ. ცივი კარაქი გახეხეთ, შემდეგ ფქვილი და კარაქი აურიეთ ისე, რომ ნაფშვენი მიიღოთ. დარიჩინი, გამაფხვიერებელი, შაქარი და მარილი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
- კვერცხი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ფხვიერი და არომატული ცომი გამოვა. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი ფორმაში გადაანაწილეთ. სანამ შიგთავსს მოამზადებთ, ცომი საყინულეში შეინახეთ.
- ღრმა თასში ხაჭო, შაქარი, ვანილის შაქარი, კვერცხის გული და არაჟანი ჩაყარეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ.
- ცალკე თასში კვერცხის ცილები მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. მთავარ მასას დაუმატეთ და აურიეთ.
- ხაჭოს მასას სუფთა ქიშმიში დაუმატეთ და აურიეთ. ცხობის წინ ცომი ჩანგლით დაჩხვლიტეთ, შემდეგ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.
- ოდნავ შეკრული ცომი ღუმელიდან გამოიღეთ და ზემოდან ხაჭოს მასა დაუმატეთ. კვლავ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. სანამ ხაჭოს მასა ცხვება, კვერცხის გული და რძე ათქვიფეთ. 10 წუთში ღუმელიდან გამოიღეთ და ხაჭოს მასას ნარევი მოასხით. კვლავ ღუმელში დააბრუნეთ და 30 წუთით აცხვეთ.
- არომატული ვატრუშკა კვადრატებად ან რომბებად დაჭერით და მაგიდაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!
როგორც ხედავთ, ვატრუშკას მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება. რიგული ვატრუშკათი სტუმრებს გაუმასპინძლდით, ზემოდან საყვარელი ტოპინგი მოასხით. ასეთი დესერტი პატარა ოჯახს სამ ჩაის სმაზე ეყოფა.პირადად, საუზმეზე დესერტის მირთმევა ძალიან მიყვარს. ვთვლი, რომ თუ დილას ლამაზად და გემრიელად დავიწყებ, კარგი დღე მექნება!