გონება დამებინდა და მაღაზიაში კიტრი ვიყიდე. ახლა ვფიქრობ, სად გამოვიყენო, რომ არ დაიკარგოს

777

რომელი კერძი შეიძლება მოამზადოთ კიტრით სწრაფად? ისე, რომ დიდი რეცეპტებით და მრავალ ეტაპიანი მომზადებით თავი არ შეიწუხოთ. დავუშვათ, სტუმრები უკვე გზაშია, მაცივარში მხოლოდ ახალი კიტრი გაქვთ. რაღაც გემრიელს მოამზადებთ? გარწმუნებთ, დიახ. Vivien გთავაზობთ კიტრის მარტივ და უჩვეულო წასახემსებლებს.

კიტრის კერძები

რა თქმა უნდა, ცოტა ვაჭარბებთ, მაგრამ ასეც შეიძლება მოხდეს. დიასახლისები გარკვეულ ბოსტნეულს ხშირად ყიდულობენ და შემდეგ მაცივარში ინახავენ სამომავლოდ ან ისე უბრალოდ რომ იყოს. შემდეგ ბოსტნეული დიდხანს დევს, მაცივარში ადგილს უსარგებლოდ იკავებს.ამის თავიდან აცილება მარტივია, რადგან მხოლოდ მარილიანი კიტრის მირთმევა აუცილებელი არაა. კიტრით შეგიძლიათ გემრიელი კერძი მოამზადოთ და ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდეთ. კიტრის მარტივი კერძების მომზადების სხვადასხვა მეთოდი არსებობს და ახლა ყველაზე გემრიელ ვარიანტებს გიზიარებთ. აუცილებლად ჩაინიშნეთ.

სწრაფი და სასარგებლო წასახემსებელი – რას იტყვით ინგლისურ სენდვიჩზე? მას ცნობილი წიგნის დეტექტივი ერკიულ პუაროც მიირთმევდა. კერძი ორ დათვლაში მზადაა. კიტრი რგოლებად დაჭერით, შემდეგ თეთრი პურის ნაჭერს კარაქის თხელი ფენა წაუსვით და კიტრის რგოლები დააწყვეთ. საყვარელი სანელებლები არ დაგავიწყდეთ.გსურთ სწრაფი და არომატული წასახემსებელი? კიტრი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, დაქუცმაცებული კამა, ოხრახუში, ცოტა მწვანე ხახვი და სანელებლები დაუმატეთ. მცენარეული ზეთი მოასხით. უმარტივესი, მაგრამ გემრიელი წასახემსებელი მზადაა. მენდეთ, ასეთი კიტრი შემწვარ კარტოფილთან ერთად მაგიდაზე გაიტანეთ და სტუმრები კერძს რამდენიმე წუთში მოასუფთავებენ.

კიტრის ჭამა აუცილებელი არაა, რომ მისგან სასარგებლო ელემენტები მიიღოთ. კიტრის ნაჭრები შეგიძლიათ წყალს დაუმატოთ და ასე კანი შიგნიდან დაატენიანოთ. ამ შემთხვევაში კიტრს ისე ვიყენებთ, როგორც ლიმონის ნაჭრებს წყალში, რომელიც ბევრს უყვარს. ზოგი ადამიანი უბრალო წყალს ვერ სვამს და ამ შემთხვევაში კიტრის ნაჭრები სიტუაციას გამოასწორებს. ახლა არა უბრალოდ წყალი, არამედ სასარგებლო ვიტამინების კოქტეილია.

სალათები 5 წუთში – გემრიელი კერძის უმოკლეს დროში მომზადება რეალურია. ინგრედიენტებს დამატებითი დამუშავება არ სჭირდება. გამოდის, დიასახლისს დასასვენებლად ან სხვა კერძის მოსამზადებლად დრო რჩება. მაგალითად, კიტრის სალათი კიბორჩხალის ჩხირებით მარტივად მზადდება. 1 შეფუთვა კიბორჩხალის ჩხირები, 3 მოხარშული კვერცხი, ახალი კიტრი და ცოტა ხახვი დააქუცმაცეთ. სანელებლები დაუმატეთ და მაიონეზით შეკაზმეთ. მარტივი, იაფი, სწრაფი და გემრიელი კერძი გამოვა.გვერდს ვერ ავუვლით პოპულარულ საგაზაფხულო სალათს ბოლოკით. მოამზადეთ და აყვავებული ბუნების არომატი იგრძენით. მინიმალური რაოდენობის ინგრედიენტები და დრო დაგჭირდებათ. კიტრი და ბოლოკი ნახევარ რგოლებად დაჭერით, დატეხილი ან მსხვილად დაჭრილი სალათის ფურცლები დაუმატეთ. მცენარეული ზეთით ან მაიონეზით შეკაზმეთ.გსურთ უფრო ნოყიერი სალათი? მოხარშული ან შებოლილი ქათმის ფილე შეიძინეთ. პატარა ნაჭრებად დაჭერით, კიტრის ნაჭრები, დაკონსერვებული ლობიო, გახუხული პური, ცოტა ხმელი ყველი და ბულგარული წიწაკა დაუმატეთ. სიცხარისთვის რამდენიმე კბილი ნიორი დაჭყლიტეთ და დაუმატეთ. მაიონეზით შეკაზმეთ და კარგად აურიეთ.

სწრაფი მარინადი – ხომ არ გსურთ დამარინადებული კიტრის მირთმევა? მისი გაკეთებაც მარტივია. დაკონსერვების და დამარილების გარეშეც. ბოსტნეულს მარინადის გემო შეგიძლიათ 20-30 წუთში მიანიჭოთ. მაგალითად, კიტრი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. 1 ს/კ მარილი, 2 ს/კ ძმარი (9%), 2 ს/კ შაქარი, გემოვნებით მწვანილი და დაჭყლეტილი ნივრის კბილი გემოვნებით დაუმატეთ. ნარევი პარკში მოათავსეთ და კარგად აურიეთ. 30 წუთით მაცივარში გააჩერეთ. კლასიკურ დამარინადებულ კიტრს არაფრით ჩამოუვარდება.ხრაშუნა დამარილებული კიტრის არასტანდარტული რეცეპტი ნამდვილად დაგამახსოვრდებათ. კერძი 40 წუთში მზადდება, მაგრამ გემოთი თავის სწორ წინაპარს არ ჩამოუვარდება. თითოეულ კიტრზე ორ ჭრილი გააკეთეთ, მაგრამ ბოლომდე არ გაჭრათ. დანა მარილში ამოავლეთ და კიდევ ერთხელ ჭრილებზე გადაუსვით, რომ მარილი კიტრში დარჩეს. კიტრში დაპრესილი ნივრის და წვრილად დაჭრილი მწვანილის ნარევიც მოათავსეთ. ფრთხილად!  40 წუთში გემრიელი კიტრის ჭამისგან თავს ვერ შეიკავებთ.

კიტრის უჩვეულო კერძი – თუ მარტივი კერძები არ მოგწონთ, მაშინ რაღაც ახალი სცადეთ. კერძოდ, ეგზოტიკურ სამზარეულოს გადაწვდით და კიტრი ჩინურად მოამზადეთ. გემრიელი კერძი მარტივად, მაგრამ უჩვეულოდ მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 500 გ კიტრი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 2 ს/კ ბრინჯის ძმარი
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ჩ/კ თეთრი სეზამი
  • ჩილის წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • ქინძი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კიტრი კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. სიგრძეზე შუაზე გაჭერით. საგორავით, ხის ფიცარით ან დიდი დანის სახელურით ბზარების გაჩენამდე გააბრტყელეთ. ეს კიტრის სწრაფად და კარგად დასამარინადებლად კეთდება.
  2. ყველა თხევადი ინგრედიენტი ღრმა თასში აურიეთ, ქინძი და ჩილის წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. ამ კომპონენტებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ და ბევრი არ დაუმატოთ, თუ ცხარე კერძი არ გიყვართ.
  3. დაბეგვილი კიტრი პატარა ირიბ ნაჭრებად დაჭერით და მარინადში 10-15 წუთით მოათავსეთ. კერძი მაგიდაზე გაიტანეთ. მცენარეული ზეთი მოასხით და სეზამის თესლით მორთეთ.

რომელი კიტრის კერძი მოგწონთ ყველაზე მეტად? ხდება ისე, რომ თქვენს ოჯახში ახალი კიტრის ჭამას ვერ ასწრებთ და მისი გადაყრა გიწევთ? რომელ კერძს მოამზადებდით სტუმრებისთვის დიდი სიამოვნებით? მარტივი წასახემსებელი, სწრაფი სალათი თუ რთული უცხოური კერძი? გაგვიზიარეთ მოსაზრებები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს