ოკლუზიის პრობლემა: ექიმმა პატჩების გამოყენების რისკები განმარტა

827

როდის უნდა თქვათ პატჩებზე უარი? ამის შესახებ დერმატოლოგი ანა ბასალოვა საუბრობს.სპეციალისტი განმარტავს, რომ თვალის გარშემო კანი ყველაზე ნაზი, მგრძნობიარე და ბევრი ფაქტორის მავნე ზემოქმედებისადმი მიდრეკილია. სწორედ ამიტომ, მას მოვლა და დატენიანება სჭირდება.პატჩების დაკვრისას უნდა გახსოვდეთ, რომ კანის მოვლის წესების ხანგრძლივი უგულებელყოფის შემდეგ ერთჯერადი პროცედურა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. გარდა ამისა, მოვლის ამ მეთოდის ეფექტი განპირობებულია არა მისი შემადგენლობით, არამედ სათბურის ეფექტით, რომელსაც ოკლუზია ეწოდება.

„ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ პატჩების არც ერთი სუპერ კომპონენტი იმ შედეგს არ გვაძლევს, რისი მოლოდინიც გვაქვს. ეფექტს სწორედ ოკლუზია იწვევს. ნებისმიერი კრემის ეფექტურობა გაიზრდება, თუ პატჩს ზემოდან დააწებებთ“ – ამბობს ექიმი.ოკლუზიის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კანზე როგორც დადებით, ასევე უარყოფით მოქმედებას აძლიერებს: მგრძნობიარე, როზაცეასკენ მიდრეკილი კანი პატჩებზე გამონაყარით რეაგირებს. სწორედ ამიტომ, ასეთი საშუალება მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, თუ ნეგატიურ შეგრძნებებს და კანს უარყოფით რეაქციებს არ იწვევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს