ბრინჯის 5 მთავარი სარგებელი

613

ბრინჯი აზიის ასობით მილიონი მაცხოვრებლის მთავარი კვების პროდუქტია და არა სულ ტყუილად. ბრინჯი ერთ–ერთი მთავარი ნახშირწყალია, რომელიც ჯანმრთელობისთვის ბევრ სარგებელს შეიცავს. Vivien გიზიარებთ 5 მიზეზს, რატომ არის ბრინჯის მიღება სასარგებლო.

  • ჯანსაღი წონა. ყავისფერი ბრინჯი შეიცავს ბევრ უჯრედის და ცილას, რომელიც ორგანიზმს ანაყრებს. თეთრ ბრინჯთან შედარებით დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. 1 ულუფა ყავისფერი ბრინჯის ნახშირწყლები ენერგიად უფრო სტაბილურად გარდაიქმნება. თეთრ ბრინჯში სურათი ნაკლებად თვალსაჩინოა. თეორიულად, მუცლის ცხიმი შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა რიგმა კვლევებმა მსგავსი კავშირი ვერ აღმოაჩინა.
  • ქრონიკული დაავადებებისგან გვიცავს. ყავისფერი ბრინჯი ქატოს ფენას ინარჩუნებს, ამიტომ შეიცავს ფლავონოიდების დამცავ ნაერთებს, როგორიცაა აპიგენინი და კვერცეტინი. ისინი დაავადებებისგან დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
  • ენერგიას ზრდის. სპორტსმენები ენერგიის მთავარ წყაროდ თეთრ ბრინჯს ხშირად უპირატესობას ანიჭებენ, განსაკუთრებით ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ. რაფინირებული ნახშირწყლები სწრაფი და ადვილად მისაწვდომი ნახშირწყლების წყაროა, რომელიც კუნთების გლიკოგენის შესავსებად აუცილებელია.
  • საჭმლის მონელებისთვის სასარგებლოა. თეთრი ბრინჯი ადვილად ათვისებადია. მასში ნაკლები უჯრედისია და სწორი მომზადების შემთხვევაში კუჭის პრობლემებს არ იწვევს. სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულძმარვა ან ღებინება, ასევე დივერტიკულიტის და კრონის დაავადების გამწვავება არ აწუხებს.
  • მარცვლეული გლუტენის გარეშე. ბრინჯი გლუტენს არ შეიცავს და კარგი ვარიანტია ცელიაკიით დაავადებულთათვის, რომელთაც ცილა გლუტენის მიმართ ზემგრძნობელობა ახასიათებთ. განსაკუთრებით სასარგებლოა ყავისფერი მთელი ბრინჯი, რადგან შეიცავს უხსნად უჯრედის, რომელიც საჭმლის მონელებას ხელს უწყობს და ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიებს კვებავს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს