თოვლიანი დღის 6 მოულოდნელი უპირატესობა

569

ზოგიერთ ქვეყანაში საკმაოდ ცივი და თოვლიანი ზამთარია. ექსპერტების ვარაუდით, ცივ ამინდს ჯანმრთელობისთვის რამდენიმე უპირატესობა აქვს.

  1. კარგი ძილი. 7-9 საათიანი ნორმალური ძილი სტრესს ამცირებს და ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს. ასე იმუნიტეტი ძლიერდება და ასაკოვანი ჭკუასუსტობა ფერხდება. თოვლიან დღეებში შეგიძლიათ საკუთარ თავს დამატებით ერთი საათით ძილის უფლება მისცეთ, რაც ჯანმრთელობას აძლიერებს.
  2. ფიზიკური დატვირთვა. თოვლში სიარული უფრო რთულია, ვიდრე მყარ ზედაპირზე, ანუ ერთგვარი ვარჯიშია. 1 საათით თოვლში სიარული, თხილამურებით სრიალი, გუნდაობა ან თოვლის კაცის გაკეთება საკმარისია, რომ გულისცემა გახშირდეს და ბევრი კუნთი გახურდეს.
  3. სწორი დასვენება. თუ ქუჩაში დიდხანს ყოფნა არ გსურთ, სახლში წადით, რომ კარგი წიგნი წაიკითხოთ. წიგნის კითხვის ჩვევა ეფექტური მეთოდია ასაკობრივი ჭკუასუსტობის პრევენციისა და სტრესის დონის შესამცირებლად.
  4. დიდი შესვენება. თოვლიანი დღეები გიბიძგებთ, რომ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. თბილ ამინდში ბევრს ვმუშაობთ და აუცილებელ ფიზიკურ ვარჯიშებს და გონებრივ შესვენებას არ ვაკეთებთ. ეს ჯანმრთელობის გასაძლიერებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია.
  5. შინაურული კვება. თუ ქუჩები თოვლით დაფარულია, მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წასვლა ან რესტორნიდან შეკვეთა მოსახერხებელი არაა. კარგი მიზეზია, რომ კერძები თავად მოამზადოთ. სახლში მომზადებული კერძები ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი.
  6. გართობის სარგებელი. სახლში უბრალოდ დივანზე ჯდომა, წიგნის წაკითხვა და ცხელი შოკოლადის დალევა ერთგვარი გართობაა. სტრესის შემცირება თავის ტკივილის, დაღლილობის, შფოთვის, უძილობის და დეპრესიის რისკს ამცირებს. თოვლში სეირნობა და გუნდაობა განწყობას ზრდის.