დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. Vivien გიზიარებთ რამდენიმე სასმელს, რომლებიც დიაბეტიკებისთვის სასარგებლოა.
- მწვანე ჩაი. რამდენიმე მიზეზით კარგი ვარიანტია. წონას და არტერიულ წნევას, ასევე სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. მწვანე ჩაის რეგულარული მიღება უჯრედების დაზიანებას ამცირებს, ანთებას აფერხებს და დიაბეტს უკეთ აკონტროლებს.
- ჰიბისკუსის ჩაი. ამ მცენარის ფურცლები ბევრ სასარგებლო პოლიფენოლურ ანტიოქსიდანტს შეიცავს, მათ შორისაა ორგანული მჟავები და ანტოციანინები. სწორედ ამიტომ, დიაბეტის სამკურნალოდ და სისხლში შაქრის რყევებისგან დასაცავად იდეალურია.
- შავი ჩაი. მდიდარია რამდენიმე ძლიერი ნაერთით, მათ შორისაა თეფლავინები და თეარუბიგინები. მათ ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. დღეში 3 ფინჯანი შავი ჩაი შაქრიანი დიაბეტიკებისთვის სასარგებლოა.
- ჩაი დარიჩინით. დარიჩინი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სანელებელია, რომელიც თითქმის ყველას სახლში აქვს. მას ბევრი სამკურნალო თვისება აქვს და ერთ–ერთი მათგანი სისხლში შაქრის დონის რყევებისგან დაცვაა. დარიჩინი ანტისეპტიკურ მოქმედებას ფლობს. რეგულარულად ასეთი სასმელის მიღება შაქრიანი დიაბეტის ეფექტურად სამკურნალოდ სასარგებლოა.
- გვირილას ჩაი. სასმელი თავისი სასარგებლო თვისებებით და ჯანმრთელობისთვის ბევრი უპირატესობით ცნობილია. სისხლში შაქრის დონის რყევების რეგულირებით დიაბეტის კონტროლს ხელს უწყობს. გვირილას ჩაის შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რაც შაქრიანი დიაბეტის დროს მნიშვნელოვანია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს