სოდა ქსოვილის გასარეცხად: სად და როგორ გამოვიყენოთ

924

სოდა არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ საყოფაცხოვრებო საკითხებშიც აქტიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბევრი დიასახლისი სოდას ჭურჭლის გასარეცხად, სახლის დასალაგებლად და თეთრეულის გასარეცხად იყენებს. სოდა ეკონომიური და ამავდროულად ეკოლოგიური საშუალებაა. Vivien გიამბობთ, როგორ და რამდენი სოდა გამოიყენოთ თეთრეულის გასარეცხად. სოდით ძვირადღირებული ქიმიური საშუალებები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

  • სუნის გაქრობა. ქსოვილზე უსიამოვნო სუნის მიზეზი ბაქტერიებია. მათ მოშორებას მაღალ ტემპერატურაზე მარტივად შეძლებთ, მაგრამ ბევრი ქსოვილი 30-40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას ვერ უძლებს. ამავდროულად, ყველა სარეცხი საშუალება არ შეიცავს მყარ ფერმენტებს მიკრობების წინააღმდეგ. სუნის გასაქრობად ქსოვილი სოდიან წყალში (1 ჭიქა სოდა თბილ წყალში) მთელი ღამით ჩაალბეთ. დილით ჩვეული რეჟიმით გარეცხეთ.
  • ძველი ნივთების განახლება. თანდათან ქსოვილებს, მაგალითად, პირსახოცებს საშინელი შმორის სუნი ასდის. მის გასაახლებლად ჰერმენტულ ჭურჭელში სოდასთან ერთად მოათავსეთ. 1 დღე გააჩერეთ და საშინელ სუნს მოიშორებთ.
  • წყლის ხარისხის გაუმჯობესება. სოდა PH დონეზე გავლენას ახდენს. თუ წყალს სოდას დაუმატებთ, მის PH დონეს ნორმაში მოიყვანთ. რეცხვისას სოდა დაუმატეთ და ამით სარეცხი ფხვნილის ეფექტურობასაც გაზრდით.

სოდა სარეცხ მანქანაში – სოდა სარეცხ მანქანაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. სოდა სარეცხ მანქანას არ აზიანებს, ხოლო ქსოვილი სუფთა გახდება. ნახევარი ჭიქა სოდა რეცხვისას დოლურას (და არა ფხვნილის უჯრას) დაუმატეთ. სოდა რთულ ლაქებსაც გაუმკლავდება. სოდა დაგეხმარებათ, თუ ნაკლებად ეფექტური საშუალება შეიძინეთ და მისი გადაყრა არ გსურთ.

სოდა ხელით რეცხვისას – ქსოვილს კენკრის ან ბალახის ლაქა სჯობს ხელით მოაშოროთ. სოდა და წყალი ისე აურიეთ, რომ ფაფა მიიღოთ. ახლა ლაქას წაუსვით, 15 წუთით გააჩერეთ და შემდეგ გარეცხეთ. საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ. ნახევარი კოვზი ძმარი სოდის ეფექტურობას გააძლიერებს.სოდა ქსოვილის ნატურალური დამარბილებელია, რომელიც უსიამოვნო სუნს და ლაქებს ეფექტურად ებრძვის და არა მხოლოდ ნიღბავს, როგორც ამას სინთეტიკური საშუალებები და არომატიზატორები აკეთებს. სოდის გამოყენება ალერგიულ და მგრძნობიარე კანის ადამიანებსაც შეუძლიათ. ბავშვის ტანსაცმლის გასარეცხადაც გამოგადგებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს
  • საკვანძო სიტყვები
  • სოდა